ავარიას 25 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

15:59 09-13-2017
760

მარნეული-სადახლოს გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. 

მსუბუქი ავტომობილი ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა. ახალგაზრდა მამაკაცი  საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  275-ე მუხლითა, რაც გულიხსმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.