მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

"მოამბე"-ს ყოფილი ტელეწამყვანის, თენგიზ ნათაძის შვილი, თურქეთის აეროპორტში გარდაცვლილი იპოვეს

15:29 09-13-2017
14197

საინფორმაციო პროგრამა "მოამბე"- ს ყოფილი ტელეწამყვანის, თენგიზ ნათაძის ვაჟი გარდაიცვალა.

დავით ნათაძე, 9 სექტემბერს დილით, თურქეთის აეროპორტში, თბილისში გამომგზავრებამდე, 10 წუთით ადრე, გულის მწვავე შეტევით გარდაცვლილი, მისმა  ნათესავმა აღმოაჩინა. მისი თბილისში გადმოსვენება, გუშინ დილით მოხდა. 

კომენტარი სოციალური ქსელიდან:

"დავით ჩემო საყვარელო, კეთილო ადამიანო, როგორ მატკინე გული არ იცი... როგორი იმედებით აღსავსავსე იყავი - წელს ჩემი წელი მოდის, აუცილებლად გამიმართლებს და ფეხზე დავდგებიო, წელს ბოლო შანსი მაქვსო, სულ ამბობდი - ეს წელიც დადგა, მაგრამ არ დაგცალდა, რამდენი ოცნება და სურვილები დატოვე აუხდენელი...რატომ ღმერთო"... - წერს, ფეისბუქის გვერდზე, დავით ნათაძის ერთ-ერთი მეგობარი.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე