მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

ჩვენ ბანკებში კიდევ შევვარდებით - რა აკავშირებს ირაკლი კაკაბაძის ორგანიზაციას მძარცველთან, რომელმაც გუშინ თავი მოიკლა

15:19 09-13-2017
3924

უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე ამბობს, რომ "საქართველოს ბანკში" მომხდარ ინცინდენტში მონაწილე პირი, რომელმაც თავი მოიკლა, მისი ორგანიზაციის წევრი იყო. როგორც კაკაბაძე "პრაიმტაიმთან" საუბარში აცხადებს, ბრძოლა გაგრძელდება და ასევე შევარდნები ბანკებშიც, სანამ აღნიშნული დაწესებულებები ადამიანების ძარცვას თავს არ დაანებებენ.

"ბრძოლა გრძელდება და ჩვენ ბანკებში კიდევ შევვარდებით. ეს შევარდნები გაგრძელდება მანამდე, სანამ ბანკები ადამიანების ძარცვას თავს დაანებებენ და სანამ საქართველოში ერთი ადამიანი მაინც იცხოვრებს სიღატაკის ზღურბლის ქვემოთ. 'მწვანე პანტერის'" წევრებიs გვარების დასახელებას არ ვაპირებ. მათი მოძიება შესაძლებელია იმ ადამიანებს შორის, ვინც ან თვითონ დააზარალა ბანკმა ან ვისაც ადამიანის თანაგრძნობის და სამართლიანობის გრძნობა გააჩნია", -აღნიშნა კაკაბაძემ.

კითხვაზე, რატომ დაამთავრა მისმა ორგანიზაციის წევრმა სიცოცხლე ამ ფორმით, კაკაბაძე ამბობს, რომ ეს ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანა იმ სისტემამ, რომელიც ადამიანების უბედურებაზე და საცოდაობაზე მდიდრდება

"ეს არის მთავარი მიზეზი ამ ტრაგიკული შემთხვევის.  დღეს ქვეყანაში არის სისტემა, სადაც ადამიანები იძულებული არიან საკუთარი სიცოცხლე დაამთავრონ, მხოლოდ იმიტომ რომ გაუმაძღარი მევახშე ან ბანკირი ვერ გაძღა ვერაფრით.  ეს არის ჩვენი მთავარი ტრაგედია დღეს", - აცხადებს უფლებადამცველი. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე