დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხი აშშ-ში გამართულ შეხვედრაზე არ განხილულა - დავით ზალკალიანი

13:37 09-13-2017
19

საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის  საკითხი აშშ-ში გამართულ შეხვედრაზე არ განხილულა - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა განაცხადა.

"ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ყველა საკითხზე და ყველა დონეზე გვაქვს ურთიერთობა. ყველა აქტუალური საკითხი განიხილება როგორც სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ოთხივე სამუშაო ჯგუფში, ისე ორმხრივი დიალოგის და ჩვენთვის პრობლემა არ არის ამერიკელ პარტნიორებთან ნებისმიერ დონეზე აქტუალური საკითხები დაყენება",- განაცხადა ზალკალიანმა. 

 ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრა 8 სექტემბერს საქართველო - ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მხრიდან დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი თავმჯდომარეობდნენ.

პრეზიდენტმა საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის ინიციატივა ამერიკის ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტის დროს წარმოადგინა.

ავტორი: ლიზი არსოშვილი