დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

აშშ-მა გამოითქვა შეშფოთება ბორდერიზაციის პროცესთან და გამშვები პუნქტების შემცირებასთან დაკავშირებით - დავით ზალკალიანი

13:29 09-13-2017
21

აშშ-ში შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, ასევე იმ რეგიონულ გამოწვევებზე, რომელიც დღეს ჩვენს წინაშე არსებობს- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრა 8 სექტემბერს საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მხრიდან დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი თავმჯდომარეობდნენ.

"შეერთებული შტატების მხარემ მოუწოდა რუსეთის მხარეს, რომ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. გამოითქვა შეშფოთება ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით და გამშვები პუნქტების შემცირებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის მიმართულებით.

"ვისაუბრეთ გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით და ამერიკულმა მხარემ მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ მიეცეს პასუხისგებაში ის ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა ეს დანაშაული", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ავტორი: ლიზი არსოშვილი