დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

მიხეილ სააკაშვილი ლვოვიდან ჩერნივციში გაემგზავრა

13:08 09-13-2017
32

„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დღეს ლვოვიდან ჩერნივციში გაემგზავრება. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანმა დარია ჩიჟმა განუცხადა. 

„დღეს, 18:00 საათზე მიხეილ სააკაშვილი ჩერნივციში ცენტრალურ მოედანზე იქნება“, - განაცხადა მან.

მას არ დაუზუსტებია თუ როდის გაემგზავრება მიხეილ სააკაშვილი. 

პარტიის პრესმდივანმა მარიანა პოშტარმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი ჩერნივციში გამგზავრებამდე ლვოვში გამომცემლების ფორუმზე დასწრებას გეგმავდა. 

უკრაინის შს სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა არტიომ შევჩენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის გადაადგილებასთან დაკავშირებით სამართალდამცველები დამატებით ზომებს არ მიიღებენ. 

„ჩვენ არ ვაპირებთ ამ პირის თითოეულ ნაბიჯზე კომენტარის გაკეთებას. უბრალოდ, ვუზრუნველყოფთ საზოგადოებრივ წესრიგს, როგორც ეს ხდება ყველა მასობრივ შეკრებებზე“, - დასძინა მან.