მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

პრემიერი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's მიერ გამოქვეყნებული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებას გამოეხმაურა

12:38 09-13-2017
28

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's  მიერ გამოქვეყნებული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებას. 

მისი თქმით, კომპანიის რეიტინგში საქართველომ BA3-დან BA2 დონეზე გადაინაცვლა.

"ჩვენი მიზანი გახლავთ, რაც შეიძლება მალე მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი, რომელიც გახლავთ 3B, რაც ქვეყანას სხვა ეტაპზე გადაიყვანს საინვესტიციო სამყაროში და როგორც სუვერენული, ასევე კერძო სექტორის მიერ კრედიტის მოზიდვა გახდება უფრო იოლი და იაფი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. BA2- არის ყველაზე მაღალი რეიტინგი, სხვა სარეიტინგო კომპანიების შეფასებებს შორის და დიდი იმედი გვაქვს, რომ  ერთი  მნიშვნელოვანი სააგენტოს მიერ რეიტინგის გაუმჯობესება, თანდათან აისახება სხვა კომპანიების რეიტინგშიც",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, სარეიტინგო კომპანიის მიერ პერსპექტივა შეფასდა სტაბილურად, მიზეზად 2014 -2016 წლებში რეგიონში გამოწვეული შოკის წარმატებულად დაძლევა სახელდება.

"Moody's შეფასებით საქართველოს ეკონომიკურმა მაჩვენებელმა ამ პერიოდში 3,4% შეადგინა, როდესაც სხვა ქვეყნების მაჩვენებელი იყო რეცესიაში",- განაცხადა კვირიკაშვილმა.

ავტორი: