დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

პეკინის გამზირი ორშაბათს გაიხსნება

12:24 09-13-2017
31

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, პეკინის გამზირი სრულად ორშაბათს გაიხსნება.

ამის შესახებ ნარმანიამ სასტუმრო "ბილტმორში" გამართულ ბიზნესფორუმზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ნარმანიას თქმით, ორ-სამ დღეში დამთავრდება მიმდინარე სამუშაოები როგორც ავტომობილით, ისე ფეხით მოსიარულეთათვის. რაც შეეხება იმას, გადაწყვეტილია თუ არა ცალმხრივი იქნება თუ არა პეკინზე მოძრაობა, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება, თუმცა პრობლემების შექმნის შემთხვევაში, გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიხედოს.