დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

რამდენიმე დღეა თუშეთში სწრაფი ინტერნეტი გვაქვს- გიორგი კვირიკაშვილი

12:21 09-13-2017
20

"სასიხარულო სიახლეა, რომ თუშეთში უკვე ორი დღეა სწრაფი ინტერნეტი გვაქვს", - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მტავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 24 სოფელსა და 4 ხეობაში უკვე ხელმისაწვდომია სწრაფი ინტერნეტი. 

პროექტი "თუშეთის განვითარების" ფონდმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო ორგანიზაცია "ინრტერნეტ სოსაეტთან" ერთად განახორციელა.

"ვფიქრობ, რომ იმ რეგიონისთვის, რომელიც პრაქტიკულად 7 თვე არის სახმელეთო გზით  მოწყვეტილი ცენტრს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის წვდომა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, შარშანდელის მსგავსად წელსაც დაინიშნება ვერტმფრენით ფრენები რეგიონში.

კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ ინტერნეტი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.

"იმედი მაქვს, რომ ტურიზმის ადმინისტრაცია დაეხმარება ამთ, რომ მსოფლიო ბუქინგის სისტემაში ჩაჯდნენ",- აღნიშნა კვირიკაშვილმა.

 

ავტორი: ლიზი არსოშვილი