დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

უცნობია სად იმყოფება ამ დროისათვის მიხეილ სააკაშვილი

10:47 09-13-2017
107

უცნობია სად იმყოფება ამ დროისათვის მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ლვოვში მდებარე სასტუმრო „ლეოპოლისში“ აღარ დაბრუნებულა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო Unian.ua ავრცელებს. 

სააკაშვილის ადვოკატი კი ამბობს, რომ მან ზუსტად არ იცის სად იმყოფება ის, თუმცა ვარაუდობს, რომ ჩერნოვციში გაემგზავრა. 

უკრაინული მედიის ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა სასტუმრო წუხელ, გვიან ღამით თანმხლებ პირთან ერთად დატოვა. რამდენიმე ავტომობილი და მიკროავტობუსი გაურკვეველი მიმართულებით გაემართა. 

სააკაშვილის დაცვის წევრებმა მედიასთან განმარტეს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქმის გადასაჭრელად წავიდა თუმცა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სასტუმრო „ლეოპოლისში“ ამ დრომდე არ დაბრუნებულა.

როგორც ცნობილი ხდება, მიხეილ სააკაშვილს ლვოვის ოლქის ტერიტორია არ დაუტოვებია.