დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

"ქართველთა მარშის" წევრი ლადო სადღობელაშვილი დაკავებულია

19:56 09-12-2017
120

"ქართველთა მარშის" აქციაზე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მონაწილე ლადო სადღობელაშვილი დააკავეს.

დაკავება იმ მომენტში მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეებმა კახა კალაძის საარჩევნო შტაბში შესვლა სცადეს, პოლიციამ კი ამის საშუალება არ მისცა.   პოლიციის ამ გადაწყვეტილებას აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის მცირე დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც "პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ლადო სადღობელაშვილი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

სხვა დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ავტორი: ლიზი არსოშვილი