დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

თბილისში ორ ბანკზე თავდასხმა განხორციელდა

17:37 09-12-2017
48

"თიბისი" ბანკზე თავდასხმის მცდელობა განხორციელდა. თავდამსხმელი მამაკაცი შეიარაღებული იყო, თუმცა მან დაცვის სამსახურის და პოლიციის დროული რეაგირების შედეგად თანხის გატაცება ვერ მოახერხა.

"იბერიას" ინფორმაციით, შემთხვევა წერეთლის გამზირზე არსებულ ფილიალში დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ თავდამსხმელი ნიღბით იყო. მისი მხრიდან რაიმე სახის საფრთხის შემცველი მუქარები არ ყოფილა. დაცვის პოლიციის გამოძახებიდან რამდენიმე წუთში ის ბანკიდან გავიდა და მიმავალ მოახერხა.

ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.

მეორე თავდასხმა "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე განხორციელდა, რომელიც ასევე წერეთლის გამზირზე მდებარეობს. ეს უკანასკნელი შემთხვევა სხვერპლით დასრულდა.

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, თავდსხმის დროს ამოქმედდა საგანგაშო სიგნალი, რის შემდეგაც ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოცხადდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნული ინფორმაცია დაგვიდასტურეს. უწყებაში განგვიმარტეს, რომ სამართალდამცავები ადგილზე საგანგაშო სიგნალის ამოქმედებიოდან წუთნახევარში გამოცხადდნენ და თავდამსხმელს იარაღის დაყრა და ჩაბარება მოსთხოვეს, თუმცა მან საკუთარი თავის მიმართულებით გასროლა განახორციელა.

წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.