დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

15:24 09-12-2017
51

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილიმტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჩ. დამნაშავედსცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 16 დეკემბერს,დაახლოებით 15 საათზე გ.ჩ. სტუმრად მივიდა ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ ვ.მ.-სთან, სადაც ორივემ ალკოჰოლური  ასმელი მიიღეს. რამდენიმე საათის შემდეგ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ გ.ჩ.-ს შელაპარაკება მოუვიდა ვ.მ.-სთან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა შეაგინა. აღნიშნულით განაწყენებულმა გ.ჩ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით ვ.მ.-ს თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა ბლაგვი საგანი, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული დაზიანებების შედეგად ვ.მ. ადგილზე გარდაიცვალა.  

სამართალდამცველებმა გ.ჩ. 19 დეკემბერს ქალაქ ოზურგეთში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის  108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გ.ჩ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში დასასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.