მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

პრეზიდენტის გადასაწყვეტია, სწორად იქცევა თუ არა - ხუხაშვილი მარგველაშვილის ახალ ინიციატივაზე

13:02 09-12-2017
357

ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც მან ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა, მისი როგორც პოლიტიკური ფიგურის მორიგი სვლაა.

როგორც ხუხაშვილმა "პრაიმტაიმს" განუცხადა, პრეზიდენტი ამ ფორმით ცდილობს იმ მანკიერ სიტუაციას, რომელიც კონსტიტუციის ირგვლივ შეიქმნა, პროტესტი ამ ფორმით გამოუცხადოს. 

"პრეზიდენტი არის პოლიტიკოსი, მას აქვს დღის წესრიგი და ამის მიხედვით მოქმედებს. ერთია, საკანონმდებლო მიმართულება, სადაც ხელისუფლებას შეუძლია ყველა ინსტრუმენტი აქვს იმისთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილებები, მაგრამ პოლიტიკური პროცესი ეს ცალკე პროცესია, რომლის ფარგლები უფრო ფართოა და ის თვლის, რომ ასეთი გრძელვადიანი პროცესის დაწყება საჭიროა, რადგან დღევანდელი ხელისუფლება იმეორებს იგივე შეცდომას, რასაც თავის დროზე სხვა ხელისუფლება სჩადიოდა, რომელიც კონსტიტუციას საკუთარ ინტერესებზე ირგებდა და პრეზიდენტი ამ ფორმით გამოხატავს თავის პროტესტს ამ საკმაოდ მანკიერ სიტუაციასთან დაკავშირებით და ცდილობს გრძელვადიან პერსპექტივაში ალტერნატივები გააჩინოს. ამიტომ ეს მისი გადასაწყვეტია, სწორად იქცევა თუ არა, ამის შეფასებას არ დავიწყებ", - განაცხადა ხუხაშვილმა. 

საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საკუთარი ვერსია მოამზადონ და "ქართულ ოცნებას" შესთავაზონ. 
 

ავტორი: ლილუ მიროტაძე