მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

8 თვეში საქართველოს 5 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია

12:09 09-07-2017
30

2017 წლის იანვარი - აგვისტოს მონაცემებით საქართველოს 5,059,106 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 804,263-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +18.9%)-ია.

იანვარი - აგვისტოს მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 2,402,699 შეადგინა, რაც 546,537-ით მეტია 2016 წლის იანვარი - აგვისტოს  მაჩვენებელზე (ზრდა +29.4%).

2017 წლის იანვარ - აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.4%), სომხეთიდან (+16.8%), რუსეთიდან (+33.9%), თურქეთიდან (-6,6%) და ირანიდან (+141.9%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ - აგვისტო გამოირჩეოდნენ: ნიდერლანდები +38%, გერმანია +32%, გაერთიანებული სამეფო +31% და საფრანგეთი +29%.

 განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: საუდის არაბეთი +196%, ქუვეითი +178%, ირანი +142% და ინდოეთი +99%.

 

 

ქვეყანა

2016: იანვარი -აგვისტო

2017: იანვარი - აგვისტო

ცვლილება

ცვლილება %

1

აზერბაიჯანი

1,039,991

1,148,484

108493

10.4%

2

სომხეთი

943,389

1,101,479

158090

16.8%

3

რუსეთი

713,728

955,475

241747

33.9%

4

თურქეთი

870,773

813,039

-57734

-6.6%

5

ირანი

91,282

220,810

129528

141.9%

6

უკრაინა

117,357

135,325

17968

15.3%

7

ისრაელი

60,437

84,555

24118

39.9%

8

საუდის არაბეთი

15,565

46,140

30575

196.4%

9

ყაზახეთი

36,276

42,332

6056

16.7%

10

პოლონეთი

31,019

37,226

6207

20.0%

11

ინდოეთი

18,302

36,403

18101

98.9%

12

გერმანია

26,441

35,010

8569

32.4%

13

ბელარუსი

26,449

34,723

8274

31.3%

14

ა შ შ

23,547

29,869

6322

26.8%

15

გაერთიანებული სამეფო

12,899

16,933

4034

31.3%

მონაცემები ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.