მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

6 თეატრს ახალი, 17-ს კი კვლავ ძველი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს

19:49 09-06-2017
71

საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ 6 პროფესიულ სახელმწიფო თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელები ჰყავთ. 

სამხატვრო ხელმძღვანელები შეეცვალათ: სსიპ თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრს და დაინიშნა გიორგი სიხარულიძე; სსიპ თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრს- ნიკოლოზ საბაშვილი; სსიპ თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრს -ლეო გაბრიაძე; სსიპ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრს-კონსტანტინე აბაშიძე; სსიპ გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრს- დავით ჩხარტიშვილი; სსიპ ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრს- ლაშა ჩხვიმიანი.

სახელმწიფო თეატრების სია, რომელთა ხელმძღვანელები 4 წლის ვადით თავიდან აირჩიეს ასე გამოიყურება: სსიპ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი- რობერტ სტურუა; სსიპ თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი- ლევან წულაძე; სსიპ თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი - დიმიტრი ხვთისიაშვილი; სსიპ თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი -დავით დოიაშვილი; სსიპ თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი -ავთანდილ ვარსიმაშვილი; სსიპ თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი- არმენაკ ბაიანდურიანი; სსიპ მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი- ნაზო (ლია) სულუაშვილი; სსიპ ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი-ვახტანგ ქორიძე; სსიპ ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი-ლევან გაბრიჭიძე; სსიპ ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი-მამუკა ცერცვაძე; სსიპ ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი- ნინო ლიპარტიანი; სსიპ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი-დავით მღებრიშვილი; სსიპ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი-ბადრი წერედიანი; სსიპ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი-ირაკლი ადამია; სსიპ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი-ვასილ ჩიგოგიძე; სსიპ თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი-პაატა გულიაშვილი; სსიპ ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი-ლაშა ჩხვიმიანი.