დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

საქართველოს ნაკრების წევრი ყელზე დაკიდებული ჯვრის გამო შეჯიბრებიდან მოხსნეს

13:45 09-01-2017
1933

Ipress.ge-ს ინფორმაციით, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების წევრი, ნინო ოძელაშვილი მსაჯებმა დამარცხებულად მხოლოდ იმის გამო სცნეს, რომ მას ჭიდაობისას ყელზე ჯვარი ეკეთა.

მსაჯმა ქართველს ყელიდან ჩამოხსნა ჯვარი, რამდენიმე წამში კი ის შეჯიბრებიდან მოხსნეს.

დაპირისპირების დასრულებამდე 2 წუთზე ოდნავ მეტი იყო დარჩენილი, ქართველი კი ამ დროს, ნიგერიელ ვინი გოფიტს 0:1-ს ამარცხებდა. 

შეხვედრის კომენტატორების განმარტებით, მსგავსი პრეცენდენტი აქამდე არ მომხდარა და ფაქტი კურიოზულია. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე