ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1713859034

როდესაც ასეთი სახელი და გვარი ჯერ ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღმოჩნდა და ახლა უკვე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში რაღაც მინიშნებად ჩანს, ეს უბრალოდ, თვითონ ანგარიშს აყენებს ჩრდილს - შალვა პაპუაშვილი დავით კეზერაშვილზე

ზოგადად, ანგარიში არ მინახავს, ამონარიდები ვნახე მედიაში სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. მათ შორის, კეზერაშვილთან დაკავშირებით აღმოვაჩინე ჩანაწერი. აქ უკვე კომენტარის გაკეთებაც რთულია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.„ვსაუბრობთ კრიმინალზე, რომელიც, სამწუხაროდ, თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში. ვხედავთ, რომ ის ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, საქართველოს ჯარს ფული მოპარა. როდესაც ასეთი სახელი და გვარი ჯერ იყო და ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღმოჩნდა და ახლა უკვე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში რაღაც მინიშნებად ჩანს, ეს უბრალოდ, თვითონ ანგარიშს აყენებს ჩრდილს და აჩვენებს, რომ ის არ არის დაფუძნებული რეალურ ფაქტებს. რა თქმა უნდა, კრიმინალის ნებისმიერ პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენა, ნებისმიერ დოკუმენტში, თავად ამ დოკუმენტს ვნებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1713858968

აშშ-ის სახდეპარტამენტის ანგარიშში ყველგან მითითებულია „როგორც ამბობენ“. „ამბობენები“ არიან ამერიკიდან ან ევროპიდან დაფინანსებული „ენჯეოები“. ამ „ამბობენს“ და ჭორ-მართალს, პასუხი გასცა სტრასბურგის სასამართლომ - შალვა პაპუაშვილი გვარამიაზე

„გამჭვირვალობის კანონი“ არის ქართველი ხალხის ინტერესში, თუმცა, შეიძლება არ შედიოდეს მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში გაუმჭვირვალედ შემოდის, სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ოპოზიციას უნდა ხალხმა არ წაიკითხოს კანონპროექტი და იყვნენ ინფორმაციის გარეშე, სწორედ ამიტომ ხევენ პლაკატებს, სადაც ერთადერთი რამ არის დატანილი - კანონპროექტის ლინკი.„როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობის კანონზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე კანონი. ის შეიძლება არ შედიოდეს სხვების ინტერესებში, განსაკუთრებით მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში შემოდის გაუმჭვირვალედ და სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც არის საქართველოში გაუმჭვირვალე. ჩვენ ვიცით მაგალითები, „ევროპის დემოკრატიის ფონდის“, რომელიც მალავს თავის დაფინანსებას საქართველოში, რაც სწორედაც რომ საწინააღმდეგოა ევროპული ღირებულებებისა. სამწუხაროდ, 1 წლის განმავლობაში მე პირადად, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან კომუნიკაციით ვცდილობდი, რომ დამერწმუნებინა ევროკავშირის წარმომადგენლები, რომ ევროპული ღირებულებებისგან გადახვევით, ფარულად დაფინანსება რადიკალური ჯგუფების და პოლიტიკური პარტიების საქართველოში, არის არასწორი საქციელი. სამწუხაროდ, ვერ შევძელი და ამიტომ გვიწევს კანონის მიღება. პრობლემაა შემდეგში, რომ სინამდვილეში არის მცდელობა აიკრძალოს დისკუსია, რაც არის ანტიევროპული ქცევა, ჩაიხშოს საღი აზრი, რაც არის ანტიევროპული ქცევა და არის მცდელობა, რომ იყოს საუბარი ლოზუნგებით და არა შინაარსით. ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში, ვთავაზობთ შინაარსს და ვხედავთ რადიკალური ოპოზიცია რასაც აკეთებს, ხევს პლაკატებს, სადაც ერთადერთი რამ არის მითითებული - ლინკი კანონპროექტის. არ უნდათ, რომ ადამიანებმა წაიკითხონ ეს კანონპროექტი, უნდათ ამყოფონ საზოგადოება ამ ინფორმაციის გარეშე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.პაპუაშვილმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, ჟოზეფ ბორელის განცხადების შესახებ, სადაც მან საქართველოს ხელისუფლება „გამჭვირვალობის კანონის“ გამო გააკრიტიკა. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ბორელს ეს კანონპროექტი წაკითხულიც არ აქვს.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1713858880

„გამჭვირვალობის კანონი“ არის ქართველი ხალხის ინტერესში, თუმცა, შეიძლება არ შედიოდეს მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში გაუმჭვირვალედ შემოდის, სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა - შალვა პაპუაშვილი

„გამჭვირვალობის კანონი“ არის ქართველი ხალხის ინტერესში, თუმცა, შეიძლება არ შედიოდეს მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში გაუმჭვირვალედ შემოდის, სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ოპოზიციას უნდა ხალხმა არ წაიკითხოს კანონპროექტი და იყვნენ ინფორმაციის გარეშე, სწორედ ამიტომ ხევენ პლაკატებს, სადაც ერთადერთი რამ არის დატანილი - კანონპროექტის ლინკი.„როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობის კანონზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე კანონი. ის შეიძლება არ შედიოდეს სხვების ინტერესებში, განსაკუთრებით მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში შემოდის გაუმჭვირვალედ და სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც არის საქართველოში გაუმჭვირვალე. ჩვენ ვიცით მაგალითები, „ევროპის დემოკრატიის ფონდის“, რომელიც მალავს თავის დაფინანსებას საქართველოში, რაც სწორედაც რომ საწინააღმდეგოა ევროპული ღირებულებებისა. სამწუხაროდ, 1 წლის განმავლობაში მე პირადად, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან კომუნიკაციით ვცდილობდი, რომ დამერწმუნებინა ევროკავშირის წარმომადგენლები, რომ ევროპული ღირებულებებისგან გადახვევით, ფარულად დაფინანსება რადიკალური ჯგუფების და პოლიტიკური პარტიების საქართველოში, არის არასწორი საქციელი. სამწუხაროდ, ვერ შევძელი და ამიტომ გვიწევს კანონის მიღება. პრობლემაა შემდეგში, რომ სინამდვილეში არის მცდელობა აიკრძალოს დისკუსია, რაც არის ანტიევროპული ქცევა, ჩაიხშოს საღი აზრი, რაც არის ანტიევროპული ქცევა და არის მცდელობა, რომ იყოს საუბარი ლოზუნგებით და არა შინაარსით. ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში, ვთავაზობთ შინაარსს და ვხედავთ რადიკალური ოპოზიცია რასაც აკეთებს, ხევს პლაკატებს, სადაც ერთადერთი რამ არის მითითებული - ლინკი კანონპროექტის. არ უნდათ, რომ ადამიანებმა წაიკითხონ ეს კანონპროექტი, უნდათ ამყოფონ საზოგადოება ამ ინფორმაციის გარეშე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.პაპუაშვილმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, ჟოზეფ ბორელის განცხადების შესახებ, სადაც მან საქართველოს ხელისუფლება „გამჭვირვალობის კანონის“ გამო გააკრიტიკა. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ბორელს ეს კანონპროექტი წაკითხულიც არ აქვს.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1713858824

ოპოზიცია უკვე დიდი ხანია დაპირისპირებულია ქართველ ხალხთან - შალვა პაპუაშვილი

რა თქმა უნდა, ოპოზიცია უკვე დიდი ხანია დაპირისპირებულია ქართველ ხალხთან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია 29 აპრილს ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვას.„მათ [ოპოზიციას] აქვთ ზიზღის კამპანია. რა თქმა უნდა, ამ ზიზღის კამპანიას ქართველი ხალხი არ იღებს და ხედავენ ამას. საბოლოო ჯამში, ქართველ ხალხთან დაპირისპირება არავის გამოსვლია, ვინაიდან ქართველი ხალხია წყარო ძალაუფლების და სწორედ ამიტომაც, მნიშვნელოვანია 29 აპრილს ხელისუფლების ამ წყარომ, ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.„ქართული ოცნება“ მხარდამჭერების თხოვნით 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ჩაატარებს. „ერთად ვუთხრათ არა - შავ ფულს და ერთად ვუთხრათ კი - გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!“ - ვკითხულობთ მმართველი გუნდის ერთობლივ განცხადებაში. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საკითხის ირგვლივ ოპოზიციის მიერ გამოხატული აჟიოტაჟი მორიგი დასტურია იმისა, რომ მათთვის ქართულ ეროვნულ ღირებულებებზე მდგარი საზოგადოება შიშისმომგვრელია.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1713858768

29 აპრილს დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც, ბიზნესმენიც, ყველა უნდა იყოს რუსთაველზე იმისთვის, რომ ქართველი ერის ხმა ყველამ გაიგოს - შალვა პაპუაშვილი

დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც, ბიზნესმენიც, ყველა უნდა იყოს რუსთაველზე იმისთვის, რომ ქართველი ერის ხმა ყველამ გაიგოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.„მოწოდება არის ყველას მიმართ, ეს [29 აპრილს შეკრება] არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, როდესაც ვუპირისპირდებით „შავ ფულს“, რომელიც შემოდის უცხოეთიდან, ვუპირისპირდებით ქართული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას. ეს არის ეროვნული და ღირსების საკითხი, რომ ყველა გამოვიდეს რუსთაველზე და დავანახოთ ყველას, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, რა სურს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხის სურვილი გამოიხატება ყველას სიტყვაში. აქ დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც, ბიზნესმენიც, ყველა უნდა იყოს რუსთაველზე იმისთვის, რომ ქართველი ერის ხმა ყველამ გაიგოს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.„ქართული ოცნება“ მხარდამჭერების თხოვნით 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ჩაატარებს. „ერთად ვუთხრათ არა - შავ ფულს და ერთად ვუთხრათ კი - გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!“ - ვკითხულობთ მმართველი გუნდის ერთობლივ განცხადებაში. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საკითხის ირგვლივ ოპოზიციის მიერ გამოხატული აჟიოტაჟი მორიგი დასტურია იმისა, რომ მათთვის ქართულ ეროვნულ ღირებულებებზე მდგარი საზოგადოება შიშისმომგვრელია.