ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ანი

ტაბლოიდი 1713440130

„შემოგლიჯა კარი...“ - დაპირისპირება სალომე უშხვანსა და ანი ყიფშიძეს შორის

სალომე უშხვანსა და ანი ყიფშიძეს შორის ურთიერთობა დაიძაბა.სალომე უკმაყოფილოა და ამბობს, რომ ანი თავის აზრს მონაწილეების მიმართ მკაფიოდ არ აფიქსირებს.„მე არ მითქვამს, რომ ანი ყიფშიძე ცუდი ბოსი იყო. ნამდვილად კარგად გაართვა თავი რაღაც რაღაცეებს. მაგრამ, იყო რაღაც ნიუანსები, რასაც მე სხვანაირად ვიზამდი. მე არ ვიყავი იდეალური ბოსი მესამე სეზონში, რაღაც რაღაცეები მეც გამექცა. რომ გეუბნები, რომ ამაში კარგი ხარ და ამაში გეუბნები რა არ მომწონს ხომ შეიძლება მიმღებლობა გქონდეს...სალომეს ვეუბნები იმ დღეს, ანის დამოკიდებულება აზრის დაფიქსირებასთან დაკავშირებით დამაკმაყოფილებელია მეთქი? ეტყობა უთხრეს გარედან, მიდი შენზე საუბრობენო, გეგონება პირში არ მქონდა ნათქვამი. შემოგლიჯა ეს კარი, მეთქი რა ხდება, ჯერ ოთახში შედიხარ მინიმუმ დააკაკუნე, რა ზრდილობა მაინც იქონია. ამ კარების შენგრევით რის მანიფესტაციას ცდილობს ვერ ვხვდები...“, - ამბობს სალომე უშხვანი.  

ასპინძაში სანაპიროს ქუჩაზე სპორტული მოედნის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

რეგიონი 1713439967

ასპინძაში სანაპიროს ქუჩაზე სპორტული მოედნის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

დაბა ასპინძაში აქტიურად მიმდინარეობს სანაპიროს ქუჩაზე სპორტული მოედნის მოწყობა. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით პაპაშვილმა, მერიის შესაბამისი სამსახურისა და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.პროექტის ფარგლებში მოეწყობა მინი სტადიონი ხელოვნური საფარით და ლითონის ღობით.სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და განსაზღვრულ ვადებში დასრულდება

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1713439934

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც პოპულარობისა და წარმატებისათვისაა დაბადებული

ზოგიერთი ადამიანი მუდმივად ცდილობს, წარმატებას მიაღწიოს, ყურადღების ცენტრში იყოს და აღიარება მოიპოვოს. ზოგი კი მშვიდად, აფიშირების გარეშე აკეთებს თავის საქმეს და ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ადამიანების ხასიათზე ვარსკვლავები განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ და განსაზღვრავენ, რა პოზიციას დაიკავებენ მომავალში.აღსანიშნავია, რომ ადამიანების პოპულარობასა და წარმატებაზე მზე, მთვარე, ნეპტუნი და იუპიტერი ახდენენ გავლენას. ლომის, მშვილდოსნის, თევზებისა და კირჩხიბის ნიშნები კი ამ კუთხით გამორჩეულები არიან.ლომებისთვის ყურადღება და აღფრთოვანება მნიშვნელოვანია. ისინი მენტალურად ძალიან ძლიერი ადამიანები არიან და ზუსტად იციან, რისი მიღწევა სურთ. ამიტომ, ხშირად ირჩევენ ისეთ პროფესიებს, რომლებიც საჯაროობასთან, ლიდერობასთან და საკუთარი თავის გამოხატვასთან ასოცირდება. მიუხედავად იმისა, რომ თევზებს ბავშვობიდან ყურადღებისაგან დამალვა სურთ, უნებლიედ შესაძლოა, მაინც ძალიან ცნობილი და საჯარო ადამიანები აღმოჩნდნენ. მაგალითად, ისინი ხელოვნებას, სამართალს, მედიის მიმართულებას ხშირად უკავშირებენ საკუთარ ცხოვრებას იმის გამო, რომ სხვების უფლებები დაიცვან და სამყარო უკეთეს ადგილად გადააქციონ. შესაბამისად, ცნობადობაც მოდის.მშვილდოსნები ძალიან აქტიური, ცნობისმოყვარე, თავგადასავლების მოყვარული ადამიანები არიან. მათთვის პოპულარობა ცხოვრების კონტროლის საშუალებაა. აქედან გამომდინარე, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ხშირად ვხვდებით პოლიტიკაში, ბიზნესში, მარკეტინგსა და პიარში. მშვილდოსნებს აქვს უნარი, ადამიანები თავის გარშემო შემოიკრიბონ და სხვადასხვა აქტივობა დაგეგმონ, ინიციატივა გამოიჩინონ. ეს თვისებები კი მათ საუკეთესო ლიდერებად აყალიბებს... ვრცლად

მარკ კლეიტონი

პოლიტიკა 1713438288

ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა პოლიტიკაში მიუღებელია განურჩევლად იმისა, თუ ვისკენ არის მიმართული - ერთადერთი რისი გაკეთებაც შემიძლია, ყველა მხარეს მოვუწოდო, არ მიმართოს ძალადობას - დიდი ბრიტანეთის ელჩი

ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა პოლიტიკაში მიუღებელია განურჩევლად იმისა, თუ ვისკენ არის მიმართული, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა ჟურნალისტებს განუცხადა.იგი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.„შემიძლია გავიმეორო ის, რაც ჩემმა ევროპელმა კოლეგამ გუშინ თქვა - ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა პოლიტიკაში მიუღებელია განურჩევლად იმისა, თუ ვისკენ არის მიმართული. ვაცნობიერებ, რომ ამ მომენტში საქართველოში სენსიტიური პერიოდია. არის გულწრფელი ძლიერი გრძნობები უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, თუმცა ანალოგიურად არის მთავრობის ძლიერი პოზიცია. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემიძლია, ყველა მხარეს მოვუწოდო, არ მიმართოს ძალადობას“, - განაცხადა მარკ კლეიტონმა.საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ძალადობა მიუღებელია. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებას, დემოკრატიულ ქვეყანაში ნებისმიერი მხრიდან ნებისმიერი ფორმის ძალადობა მიუღებელია“.

და-ძმა

საზოგადოება 1713437425

ცნობილია, და-ძმის ვინაობა, რომლებიც კახეთში უმძიმეს ავარიას ემსხვერპლნენ

დედოფლისწყაროში უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას რუსთაველი და-ძმა ემსხვერპლა.გარდაცვლილები თამუნა და ვალერი ფრიდონაშვილები არიან.და-ძმა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მესამე მგზავრი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს.