მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

ზაზა გაბუნია თენგიზ შერგელაშვილზე - როცა არ გაქვს პრობლემის მოგვარების საკუთარი გზა, ირჩევ წარმატებული ხედვის წყალწყალა არგუმენტებით კრიტიკას

16:59 08-16-2017
24

 

მაშინ როცა არ გაქვს პრობლემის მოგვარების საკუთარი პროგრამული გზა, არჩევ წარმატებული ხედვის წყალწყალა არგუმენტებით კრიტიკას. ეს იოლი, თუმცა ფუჭი გზა აირჩია ბატონმა შერგელაშვილმა, როცა პარკირების მოწესრიგების შესახებ კახი კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირება გადაწყვიტა. 

ბატონი შერგელაშვილი ერთის მხრივ თვითმმართველობის საკითხთა ექსპერტობაზე დებს თავს და მეორეს მხრივ მშრალი თეორიული ფორმულის დონეზეც კი ვერ სთავაზობს ხალხს გამოსავალს. სიტუაციის ბელეტრისტიკული მიმოხილვა ვითარებიდან გამოსავალი არ არის. პარკირების, საცობების და სხვა ძირითადი საქალაქო პრობლემატიკის მოგვარება შესაძლებელია ერთიანი ეფექტური პოლიტიკის პირობებში, რომელიც აქვს კახი კალაძეს. 

მოხარული ვარ, რომ კახის საზოგადოებასთან ურთიერთობა ეფექტიანია, მის ვიდეოებს ბევრი მაყურებელი ჰყავს, მათ შორის ბატონი თენგიზი. ის იდეები კი, რომლებსაც კახი კალაძე საზოგადოებას უზიარებს, განხორციელდება რეალურ ცხოვრებაში, იმისთვის რომ თბილისის სახით მივიღოთ სიცოცხლით სავსე ქალაქი

ავტორი: ნათია ნადირაშვილი