ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ქალის სუნამო

რჩევები 1713552288

რა უნდა ეწეროს სუნამოს, რომ მისი სურნელი დიდხანს გაგყვეთ

თავდაჯერებულობა იზრდება, როცა იცი, რომ სასიამოვნო სურნელი გაქვს. სწორედ ამიტომ, როდესაც თქვენ ეძებთ საუკეთესო სუნამოს, გსურთ იპოვოთ ის, რომელიც დასამახსოვრებელია და უფრო დიდხანს გაგყვებათ.გრძელვადიანი სუნამოები ყველაზე ძვირი და ძნელად მოსაპოვებელია. არსებობს მრავალი განსხვავებული სუნამო, ბევრი განსხვავებული სურნელით. ზოგს ურჩევნია ხილის სურნელი, ზოგს კი რაღაც მძიმე... ჩვეულებრივ, კარგი სუნამო უნდა გაგრძელდეს 4-დან 6 საათამდე. რამდენ ხანს გრძელდება სუნამო, ეს დამოკიდებულია მის ტიპზე და იმაზე, თუ როგორ იყენებთ მას.ყვავილოვანი სურნელიფორთოხლის ყვავილი, ტუბეროზა, ვარდი, ლავანდა, შავი ორქიდეა, ილანგ-ილანგის წყლის შროშანა, ვანილის ბაჰიანა, ჟასმინი და მზესუმზირა ყვავილების სურნელების რამდენიმე მაგალითია. ყვავილების არომატები რბილი და რომანტიკულია, პიკანტური სურნელი თქვენს ადრენალინს აგიმაღლებთ.მწვანე სურნელიახლად მოჭრილი ბალახისა და ფოთლების სუნი არის ის, რასაც ვიღებთ მწვანე სურნელოვანი სუნამოებიდან. მწვანე არომატები დამამშვიდებელ გავლენას ახდენს თქვენს განწყობაზე, აღმოსავლური არომატები კი სენსუალურ მიმზიდველობას ანიჭებს. ზოგიერთი მაგალითია კილანტრო, ჩაი, ეკალი, თიამი, ილანგ-ილანგი, ვაზი, სალბი, მარიგოლდი, ჟენშენი, გინკო, პიტნა, ვარდის ფოთოლი და ჭინჭარი.ციტრუსის სურნელიციტრუსის სუნამოები მსუბუქი და გამამხნევებელია, იდეალურია მათთვის, ვისაც გრძნობების გაღვიძება სურს. თუ გსურთ თამამი განცხადების გაკეთება, შეგიძლიათ ციტრუსის სუნამო ღამითაც ატაროთ.ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ სუნამოს კანზე დარჩენის ხანგრძლივობაზეთქვენ მიერ არჩეული სუნამოს ტიპისუნამო, რომელიც ნაკლებად განზავებულია, უფრო დიდხანს გრძელდება. მოერიდეთ ციტრუსის ნოტებს, ხანგრძლივობისთვის შეარჩიეთ ხის სურნელები და ყვავილების ნოტები, როგორიცაა სანდლის ხე, ფისი, ჟასმინი, ტუბეროზა, პაჩული და ირისის ფესვი.თქვენი გარემოს ტენიანობამოდის ზაფხული და გრძნობთ, რომ თქვენი სუნამოები აღარ მუშაობს. საქმე იმაშია, რომ სიცხე და ტენიანობა ოფლის გამოყოფას უწყობს ხელს, ოფლი კი სუნამოებს ანადგურებს. ასევე მიზანშეწონილია გამოიყენოთ შესაბამისი სუნამოები სხვადასხვა სეზონისთვის.გთავაზობთ მარტივს ცხრილს, რომლის საშუალებითაც გაიგებთ, რამდენად ინტენსიურია და რამდენ ხანს გაგყვებათ თქვენი სუნამოს სურველი:Perfume/Parfum - სიძლიერე 20-30% - ხანგრძლივობა 12+ სთEau de Perfume/Eau de Parfum - სიძლიერე 10-20% - ხანგრძლივობა 8+ სთEau de Toilette - სიძლიერე 5-15% - ხანგრძლივობა 4-7 სთEau de Cologne - სიძლიერე 2-4% - ხანგრძლივობა 2-3 სთEau Fraiche - სიძლიერე 1-3% - ხანგრძლივობა 2 სთPerfume Oil - სიძლიერე 10-20% - ხანგრძლივობა 8 სთ

feradze

კულტურა 1713551449

"ციხიდან გამოსულს, ძველი გიასი აღარაფერი ჰქონდა შერჩენილი. საცოდავი იყო. სიკვდილი უნდოდა..." - გია ფერაძე 76 წლის გახდებოდა

მისი თაობის მსახიობებში ძნელად იპოვით მსგავსად ტრაგიკულ ადამიანს. ლაღი, მეგობრული, სულ ხალისიანი, თბილისელი დარდიმანდი, საბედისწერო ღამემ მორალურად გაანადგურა... ხომ არის ტრაგედიები,რომელიც მუდმივად ახსოვს ქვეყანას და სევდით იხსენებს. მათ შორისაა გია ფერაძის ცხოვრების ტრაგედიაც... "მამამ დედა მოგიკლა!" - ეტყვიან ბავშვები პატარა მარიკუნას ეზოში თამაშისას. გია ფერაძის ქალიშვილმა ამ შემზარავი და სულის მხუთავი ფრაზით იცხოვრა 39 წლამდე, ტრაგიკულ გარდაცვალებამდე... ბოლომდე ვერ აპატია მამას დედის სიკვდილი...ციხიდან გამოსული გია ფერაძე, ბუნებრივია, სულ სახით დაუბრუნდა (?) ცხოვრებას. ან ცხოვრობდა კი, განადგურებული და გამოფიტული?მისი ცხოვრება მართლა კინოს ჰგავდა... ფილმს, რომელიც ცხარე ცრემლით გატირებს."არასერიოზული კაცი" 20 აპრილს 76 წლის გახდებოდა...მეგობარს "პრაიმტაიმთან" ასმათ ტყაბლაძე იხსენებს.ასმათ ტყაბლაძე: გია ჩემი დიდი ტკივილია. საოცარი ვინმე იყო. ამასწინათ შევიკრიბეთ მეგობრები - ნანული სარაჯიშვილი, ამირან ბუაძე, გია ავალიშვილი, მე და ყველა ერთხმად ამბობს, ჭიანჭველისთვის არ დაუდგამს ფეხი და ცხოვრება როგორი საშინელი ამბით დაასრულაო. ეს იყო ბედისწერა, დიდი უბედურება... კალმის მსგავსი, რაღაც საშინელი იარაღი აჩუქეს რუსეთში. ამ საცოდავს, ალბათ, ნამდვილიც კი არ ეგონა. ნანულიმ მითხრა, ნამდვილი იარაღი აქვსო. ნანულის საშინლად ეშინია იარაღის. გიას ნახევრად იუმორით ვუთხარი, შენ სულელი ხომ არ ხარ! შენ ხელში ნამდვილი იარაღი როგორ შეიძლება; შემთხვევით რაღაც უბედურება არ დაგემართოს-მეთქი. შენ ნუ ხარ დიდაქტიკოსიო, მითხრა. ძალიან ნიჭიერი რომ იყო, მე სულ ხელს ვუწყობდი რომ ესწავლა და დიდაქტიკოსს მეძახდა. გამოცდაზე, ბილეთს აიღებდა, მე გარეთ მოვუყვებოდი საკითხებს და ისე უცებ აითვისებდა, შევიდოდა და ოთხზე ნაკლები ნიშნით არ გამოდიოდა...იმ იარაღს ისეთი პაწაწინა ტყვია ჰქონია, რომელიც კლავს ან გულში, ან საძილე არტერიაში ან ტვინში მოხვედრისას. ირინას შემთხვევაში, ტყვია გულიდან ასულა საძილე არტერიაში და იქიდან ტვინში! წარმოგიდგენიათ?! გვიან მივიდა იმ დღეს ალბათ ნასვამი, მაგრამ გია სიმთვრალეშიც არ ყოფილა აგრესიული. არასდროს! სულ იუმორში იყო. მაგრამ ცოლ-ქმრის ამბავი სულ სხვაა. არავინ იცის, რა როგორ იყო...***ციხეში დაწერილ ლექსებში გიას შინაგანი მდგომარეობა კარგად ჩანს. იქიდან გამოსვლის შემდეგ ძალიან საცოდავი იყო. ის რაც ჰქონდა, სიხარული, სიკეთე და იუმორი, ციხიდან გამოსულს სულ დაკარგული ჰქონდა. ძველი გიასი აღარაფერი ჰქონდა შერჩენილი. იყო ტრაგიკული პიროვნება. სიცოცხლე აღარ  უნდოდა. თავი არ მოუკლავს, მაგრამ განწყობა ჰქონდა ტრაგიკული. სვამდა... დიმა ჯაიანმა თავის თეატრშიც მიიყვანა სათამაშოდ. მაგრამ თქვა, მე სცენაზე დგომის უფლება არ მაქვსო. მორალურად განადგურებული იყო... ჰყავს ძალიან კარგი ძმა, ილია, რომელიც სულ პატრონობდა. ილიკოსთან ერთად მეგობრები სულ გვერდში ედგნენ გიას. დიდი თანადგომა გაუწიეს რუსმა მსახიობებმა - მირონოვმა, აბდულოვმა და შირვინდტმა. ციხეში რომ ჩააკითხეს, იქ მჯდომი კანონიერი ქურდები გაშტერებულან. გიჟდებოდნენ გიაზე, ისე უყვარდათ.ძალიან ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე გიას ქალიშვილმა, მარიკუანამც. ბოლომდე ვერ ჰპატიობდა მამას ამ საქციელს.გია... ჩხუბშიც კი არასდროს ჩარეულა, იცით? და რა ტრაგედიაა, როდესაც ასეთმა ადამიანმა საკუთარი შვილის დედა მოკლა... ეს ტრაგედია არავის არასდროს დაავიწყდება.  "აქ გალობის უფლებას არ გაძლევენ. თუმცა, დღეს დედა ღვთისმშობელმა ინება და... შესავედრებლადაც დავყოვნდით" - რას გვიყვება ბექა ჩხაიძე ათონის მთიდანვოი, მამულო... შენ თუ არ იქენ, მტვრად ქცეულა მსოფლიო რუკა" - ტარიელ ხარხელაურის ლექსი ბევრი გაზიარებით

გიორგი წიტაიშვილი

საზოგადოება 1713549773

VIDEO: „ჩემს ცოლს მშობიარობის დროს ნერვიულობისგან ვკარნახობდი, რა როგორ უნდა გაეკეთებინა... ბოლოს მეჩხუბა, გადი აქედანო“ - გიორგი წიტაიშვილი

„ამაყი ქართველი • ცხოვრება შიშის ქვეშ • ყურების ტკივილი საბერძნეთთან მატჩში“ – ამ და სხვა თემებზე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა „Geo Team • ჯეო თიმი“-ს ეთერში ისაუბრა.გიორგი წიტაიშვილმა, მის ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მომენტზეც ილაპარაკა, როდესაც მისი შვილი მოევლინა ქვეყანას და თქვა, რომ მეუღლის მშობიარობის მომენტში ძალიან ნერვიულობდა.„მშობიარობის დროს ნერვიულობისგან ჩემს ცოლს ვკარნახობდი, რა როგორ უნდა გაეკეთებინა, ბოლოს მეჩხუბა, გადი აქედან, არ მჭირდებიო. ძალიან ვამაყობ ჩემი მეუღლით, რომ მან ასეთი ანგელოზი შვილი მაჩუქა. ამ დღის შემდეგ ის ორმაგად მიყვარს“, – ამბობს გიორგი წიტაიშვილი.ცნობისათვის, გიორგი წიტაიშვილი და სოფია მურზა გასულ წელს დაქორწინდნენ. ქორწილი 30 მაისს საქართველოში გაიმართა. სოფუა მურზა გიორგი წიტაიშვილის ცნობილი აგენტის, ედვარდ მურზას ქალიშვილია. 

აქცია

პოლიტიკა 1713548460

პროტესტის მეხუთე დღე - პარლამენტის წინ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის გასაპროტესტებლად, ისევ შეიკრიბნენ

აქტივისტები, პარლამენტის წინ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის გასაპროტესტებლად, ისევ შეიკრიბნენ.„არა რუსულ კანონს - კი ევროპას“ - სტუდენტების ლოზუნგი უცვლელია. სხვადასხვა სასწავლებლიდან ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე ორი საათის წინ შეიკრიბნენ და აცხადებენ, რომ იმ დრომდე არ შეწყვეტენ პროტესტს, ვიდრე უმრავლესობა კანონპროექტს უკან არ გაიწვევს.საავტომობილო მოძრაობა პარლამენტის წინ ისევ შეზღუდულია. რუსთაველის გამზირი ცოტა ხნის წინ გადაიკეტა.საპროტესტო აქციაზე ოპოზიციიდან მხოლოდ ალეკო ელისაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა იმყოფება.აქტივისტები, ამჯერად, იუსტიციის სამინისტროსკენ მიემართებიან, სადაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გზის გადაკეტვას აპირებენ.

განქორწინება

ჰოროსკოპი 1713547720

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც ყველაზე ხშირად შორდებიან

ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელისთვის უფრო ადვილია განქორწინება, ვიდრე ძალისხმევა ქორწინებაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად.ვერძიმამაცი და თავგადასავლების მოყვარული ვერძი ცნობილია დამოუკიდებელი სულითა და ძლიერი ნებისყოფით. თუმცა, სწორედ ამ თვისებებმა შეიძლება გამოიწვიოს ზოგჯერ პრობლემები ურთიერთობებში, მათ შორის ქორწინებაში.ვერძი შეიძლება იყოს იმპულსური და ეძებდეს მუდმივ მღელვარებას და სტიმულირებას. ეს შეიძლება თავიდან მიმზიდველი იყოს, მაგრამ ასევე შეიძლება გაართულოს გრძელვადიანი ვალდებულებების შესრულება. მათი ტემპერამენტი იწვევს კონფლიქტებს პარტნიორებთან, რომლებიც ეძებენ სტაბილურობას და უსაფრთხოებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაჭიანურებული დაპირისპირება და საბოლოოდ განქორწინება.ტყუპებიტყუპი ცნობილია ორმაგი ბუნებით და მრავალფეროვნების სიყვარულით. მიუხედავად იმისა, რომ ეს თვისება მათ მომხიბვლელს და ადაპტირებადს ხდის, ასევე შეუძლია სირთულეები შეუქმნას ურთიერთობებში.ტყუპებს სურთ ინტელექტუალური სტიმულაცია და მუდმივად ეძებენ ახალ გამოცდილებას. თუმცა, სიახლის ამ სურვილმა შეიძლება გამოიწვიოს ემოციური სიღრმისა და ერთგულების ნაკლებობა მათ პარტნიორთან. მათმა ურყევობამ და შფოთვამ შეიძლება გაართულოს ქორწინება, ამით ის განქორწინებისკენ მიდრეკილი ზოდიაქოს ნიშნების სიაშია.მშვილდოსანიმშვილდოსნები თავისუფლებისმოყვარე და ოპტიმისტური ადამიანები არიან, რომლებსაც უყვართ თავგადასავალი და ძიება. მიუხედავად იმისა, რომ მათი ენთუზიაზმი გადამდებია, ამან შეიძლება მათ დამკვიდრების სურვილიც გაუჩინოს.მშვილდოსნები ყველაფერზე მეტად აფასებენ თავიანთ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, რამაც შეიძლება ზოგჯერ პრობლემები შექმნას სერიოზულ ურთიერთობებში, როგორიცაა ქორწინება. მათ შეიძლება შეებრძოლონ ოჯახური ცხოვრების შეზღუდვებს სხვაგან გართობის ძიებით. ახალი ჰორიზონტებისადმი ამ ვნებამ შეიძლება მოიტანოს სირთულეები ცოლ-ქმრული კავშირის შენარჩუნებაში, რამაც შესაძლოა განქორწინება გამოიწვიოს.