ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

და-ძმა

საზოგადოება 1713437425

ცნობილია, და-ძმის ვინაობა, რომლებიც კახეთში უმძიმეს ავარიას ემსხვერპლნენ

დედოფლისწყაროში უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას რუსთაველი და-ძმა ემსხვერპლა.გარდაცვლილები თამუნა და ვალერი ფრიდონაშვილები არიან.და-ძმა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მესამე მგზავრი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

მატეუშ მორავიეცკი

მსოფლიო 1713437322

რუსები ძალიან აქტიური არიან ევროკავშირის ყველა პოლიტიკურ ჯგუფში - მატეუშ მორავიეცკი

რუსეთი ცდილობს, გავლენა მოახდინოს ევროპარლამენტის თითქმის ყველა პოლიტიკურ ჯგუფზე, მათ შორის, ევროპელ კონსერვატორებსა და რეფორმისტებზეც, რადგან რუსები პროპაგანდის ოსტატები არიან, – ამის შესახებ პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ „ეურაქტივთან“ ინტერვიუში განაცხადა.„რუსები ძალიან აქტიურები არიან ევროკავშირის ყველა პოლიტიკურ ჯგუფში“, – აღნიშნა მორავიეცკიმ.მისი თქმით, რუსული პროპაგანდისგან დაცული არც მისი პარტია და პოლიტიკური ჯგუფია.„დარწმუნებული ვარ, ევროპის კონსერვატორთა და რეფორმატორთა პოლიტიკურ ოჯახშიც არის შეღწევის მცდელობები და არ ვიქნები გაოცებული, თუ გავიგებ, რომ მისი რომელიმე წევრი რუსეთთან თანამშრომლობს“, – განაცხადა მორავიეცკიმ.მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ოფიციალური მტკიცებულება, ჩეხეთის მთავრობა დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით ამბობს, რომ პიოტრ ბისტრონმა, რომელიც ივნისის არჩევნებში ევროპარლამენტში სავარაუდოდ დაიკავებს ადგილს გერმანიის ულტრამემარჯვენე AfD-ს ხაზით, 25 000 ევრო მიიღო რუსული პროპაგანდისტული ქსელიდან.„ის, რასაც ბრიუსელში სათანადოდ ვერ აფასებენ, არის რუსეთის დაზვერვის და პროპაგანდის სიძლიერე“, – განაცხადა მორავიეცკიმ.

აბაზანის რემონტი? აირჩიეთ "ვიტრას" შემრევი ონკანები!

საზოგადოება 1713436546

აბაზანის რემონტი? აირჩიეთ "ვიტრას" შემრევი ონკანები!

აბაზანის რემონტი საკმაოდ კომპლექსური და საპასუხისმგებლო პროცესია. მრავალი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო, რათა საბოლოო შედეგი თქვენს მოლოდინებს შეესაბამებოდეს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, შემრევი ონკანების შერჩევაა.გლობალური მასშტაბის კომპანია “ვიტრა” ერთ-ერთი ლიდერია სანტექნიკისა და კერამიკული ფილების წარმოებაში. სანტექნიკა ვიტრაში გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით, თანამედროვე დიზაინითა და მრავალფეროვანი ფუნქციური მახასიათებლებით. მათი პროდუქციის ვრცელი ასორტიმენტი ასევე მოიცავს მაღალი ხარისხის შემრევ ონკანებს.შემრევი ონკანები - ტიპები და მახასიათებლები "ვიტრას" შემრევი ონკანები სხვადასხვა ტიპისაა:ხელსაბანის შემრევი - ხელსაბანის ონკანი გამოირჩევა კომპაქტური ზომითა და ელეგანტური დიზაინით. ის იდეალურად ერგება აბაზანის მცირე სივრცეს.სამზარეულოს შემრევი - სამზარეულოს შემრევი ონკანები, როგორც წესი, მაღალი და მოგრძოა, რათა ჭურჭლის გარეცხვა და პროდუქტების მომზადება კომფორტული იყოს.3-ნახვრეტიანი - შესაძლებელია როგორც ხელსაბანზე, ისე აბაზანაში დაყენება. ამ ტიპის ონკანების უპირატესობაა გამორჩეული დიზაინი და ტემპერატურის კონტროლის სიმარტივე."ვიტრას" შემრევ ონკანებს შორის აუცილებლად შეხვდებით თქვენთვის სასურველ მოდელს.როგორ შევარჩიოთ ონკანი სწორად? ონკანის შერჩევა ერთი შეხედვით შეიძლება მარტივ საქმედ გესახებოდეთ, მაგრამ აუცილებლადაა გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი:1. ადგილმდებარეობა - განსაზღვრეთ, სად გსურთ ონკანის დაყენება - აბაზანაში, სამზარეულოში თუ ეზოში. თითოეული სივრცე სპეციფიკურ მოდელს მოითხოვს.2. დიზაინი - ონკანის დიზაინი უნდა შეესაბამებოდეს თქვენი სახლის ინტერიერს. "ვიტრას" კატალოგში წარმოდგენილია სხვადასხვა მასალის, ფერისა და სტილის შემრევი ონკანები.3. ბიუჯეტი - აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები და ამის მიხედვით შეარჩიეთ ონკანი.გარდა ამისა, "ვიტრას" შემრევ ონკანებზე ბაზარზე უკონკურენტო, 7-წლიანი გარანტია მოქმედებს, რაც დამატებით სარგებელს წარმოადგენს მომხმარებლისთვის.შემრევი ონკანები "ვიტრაში" “ვიტრაში” შეძლებთ იპოვოთ მრავალფეროვანი არჩევანი უმაღლესი ხარისხის, ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი შემრევი ონკანებისა. გარდა ამისა, შეგეძლებათ ისარგებლოთ მიტანისა და მონტაჟის სერვისით, რითაც მნიშვნელოვნად გაგიმარტივდებათ რემონტის პროცესი.აბაზანის განახლებისას ნუ დაიშურებთ დროსა და ენერგიას სწორი შემრევი ონკანის შესარჩევად. "ვიტრას" პროდუქციასთან ერთად უზრუნველყოფილი იქნებით კომფორტული, ფუნქციონალური და ვიზუალურად მიმზიდველი სააბაზანო სივრცით.

სალომე ზურაბიშვილი

პოლიტიკა 1713436119

რუსეთმა დაიწყო ჰიბრიდული სტრატეგია, ცდილობს, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შეჩერებას და ცხადია, ხელისუფლებაც ეხმარება - სალომე ზურაბიშვილი

ქვეყანა სტაბილური უნდა დარჩეს და უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებზე ჩვენი გზით ევროპისკენ, არჩევნების თემა იქნება რუსეთი ან ევროპა და ეჭვი არ მეპარება, რას აირჩევს საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.ზურაბიშვილის თქმით, ახლა საქართველო უფრო ახლოს არის ევროკავშირთან, რადგან წლის ბოლოს შესაძლოა, გადავიდეს გაწევრიანების მოლაპარაკების ეტაპზე.„საშინელი იდეაა, რადგან როგორც ქართულმა საზოგადოებამ ცხადად აჩვენა ქუჩაში გამოსვლით, ეს რუსული კანონია. ეს არის პუტინის კანონის ზუსტი ასლი, რომელიც რამდენიმე წლის უკან მიიღეს რუსეთში და გამოიყენეს სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების გასანადგურებლად. შარშან ეს კანონპროექტი წარადგინეს, მალევე უკან წაიღეს, შემდეგ მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოსახლეობის დემონსტრაციების შედეგად. ახლა ჩვენ ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს ვართ ევროკავშირთან, რადგან წლის ბოლოს შესაძლოა, გადავიდეთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების ეტაპზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ასე რომ, ახლა რუსეთმა დაიწყო ჰიბრიდული სტრატეგია, ისევ დაიწყო განხორციელება და ცდილობს ამ გზის შეჩერებას. დღეს ცხადია, ხელისუფლებაც ეხმარება. მე შემიძლია ვეტო დავადო ამ კანონს, მაგრამ ეს უფრო სიმბოლური ვეტოა, რადგან მათ შეუძლიათ ამ ვეტოს დაძლევა. ასე რომ, ახლა მთავარი საკითხია ჩვენი პარტნიორების ყურადღების მოზიდვა, რადგან ეს ასევე გამიზნულია პარტნიორებზე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაზე, რომლებიც მუშაობენ საქართველოსთან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რომლებიც არიან ჩვენი ინსტიტუტების, დემოკრატიისკენ ჩვენ გზაზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ყველაზე ძლიერი მხარდამჭერები. ეს სინამდვილეში გეოპოლიტიკური ომია, რბილი ომი, არა სამხედრო მოქმედება, რასაც ვხედავთ უკრაინაში, სხვა ტიპის ქმედება, რაც ასევე იცის რუსეთმა, როგორ გაატაროს რბილი ძალა.ეს არის რუსული რბილი ძალა, რაზეც ვსაუბრობ. რუსეთი ამ ქვეყანაში იყენებს სულ უფრო მეტ პროპაგანდას. ქვეყანაში არის უამრავი რუსი მიგრანტი, რომლებიც ფაქტობრივად ვერ კონტროლდებიან. რუსეთი იცნობს ამ ქვეყანას, რომელზეც ახორციელებდა იმპერიულ კონტროლს ბევრი წლის და საუკუნეების განმავლობაში. ჩვენ უკრაინის მსგავს სიტუაციაში ვართ, გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია და რუსეთი ცდილობს, შეინარჩუნოს საქართველოზე გავლენა. ის ასევე ხედავს, რომ სომხეთი უერთდება კავკასიური ქვეყნების კლუბს, რომლებსაც სურთ ევროპისკენ სვლა. ეს რუსეთისთვის გეოსტრატეგიული, გეოპოლიტიკური ბრძოლაა. ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა ვართ და ახლოს ვართ მოლაპარაკების დაწყების პროცესთან, რაც უკრაინამ და მოლდოვამ უკვე დაიწყეს. ძალიან ახლო კავშირები გვაქვს ევროკავშირთან და ყველა ქართველი თავს გრძნობს ევროპელად. ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტს სურს ევროკაშირში და ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება. ეს არასდროს შეცვლილა ომის და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად.ჩვენი მოსახლეობის გადაწყვეტილება არასდროს შეიცვლება და ეს გადაწყვეტილება მიგვიყვანს ჩვენ ოქტომბრის არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ, რომ გასული წლის მსგავსად, წელს გადავალთ მოლაპარაკების დაწყების ეტაპზე. დარწმუნებული ვართ, ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს ჩვენი ამერიკელი პარტნიორების იმედი, რადგან რომელი პარტიაც არ უნდა ყოფილიყო საქართველოს მმართელობაში, აშშ მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს დემოკრატიას. ცხადია, რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეები საქართელოს მთავრობას, რომელიც ცხადად პრორუსულია, არასდროს მივცემთ უფლებას, გააგრძელოს მართვა, რადგან ეს ეწინააღმდეგება მის მთავარ, არსებით არჩევანს, რომელიც საქართველომ საუკუნეების წინ გააკეთა და ეს არ შეიცვლება. მე ვფიქრობ, ისინი საქართველოს სხვა მოქალაქეების მსგავს სიტუაციაში არიან, ჰყავთ შვილები, რომლებსაც სურთ სასწავლებლად წასვლა ევროპაში ან ამერიკაში. სამიდან ერთ ოჯახს ჰყავს ნათესავები აქვთ კონტაქტები ევროპაში ან აშშ-ში. ასე რომ, ეს ქვეყანა უკვე არის ევროპაში დიდწილად. მე არ მჯერა, რომ ვნახავთ ძალადობას. ვხედავთ, რომ მოსახლეობა მშვიდობიანია. რაც ვნახეთ ბოლო სამი დღის განმავლობაში, ეს არის მშვიდობიანი აქციები, სადაც ბევრი ახალგაზრდა იყო, რომლებიც მღერიან და ცეკვავენ. დარწმუნებული ვარ, ასეც გაგრძელდება. ეს გახდება სტრატეგია მომავალი არჩევნებისთვის. ჩვენ ამ ქვეყანაში აღარ გვჭირდება ჩამოგდება ან რადიკალური გადაწყვეტილებები. ეს ქვეყანა სტაბილური უნდა დარჩეს და ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებზე ჩვენი გზით ევროპისკენ. არჩვენების თემა იქნება რუსეთი ან ევროპა და ეჭვი არ მეპარება, რას აირჩევს საქართველო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალტა

მსოფლიო 1713436046

ვინ არის ქალი, რომელსაც ბიშიმბაევი მაშინ შეხვდა, როცა სალტანატი კედლის მიღმა კვდებოდა - სკანდალური ინფორმაცია გახმაურებული სასამართლო პროცესიდან

ასტანაში, გრძელდება სასამართლო პროცესი 31 წლის სალტანატ ნუკენოვას სასტიკ მკვლელობის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულია ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კუანდიკ ბიშიმბაევი.  ყოფილმა მინისტრის დამცველებმა სასამართლოს ბლოგერი გულნარა ნასირბეკოვა დაკითხვის შუამდგომლობით მიმართეს. სწორედ ამ ქალს შეხვდა ბიშიმბაევი 9 ნოემბერს BAU რესტორანში, მაშინ როცა მისი 31 წლის ცოლი სალტანატ ნუკენოვა ერთ-ერთ VIP დარბაზში კვდებოდა.გულნარა ნასირბეკოვას ბლოგს ინსტაგრამზე 17 ათასი გამომწერი ჰყავს. ბლოგში ის საუბრობს ინტუიციურ და მცენარეულ კვებაზე, იძლევა ქალის სილამაზის რჩევებს.ტრაგედიიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბლოგერმა დახურა თავისი ანგარიში. ღია წყაროების ინფორმაციით, გულნარა ნასირბეკოვა 51 წლისაა, ჰყავს სამი შვილი და განქორწინებულია.ბიშიმბაევის თქმით, ბლოგერთან შეხვედრა, სავარაუდოდ, წინასწარ იყო ორგანიზებული თავად სალტანატ ნუკენოვას მიერ. ბრალდებულის თქმით, მან ქალთან განიხილა რესტორნის რეკლამის საკითხები.ამ მოსაზრების არ სჯერათ გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრებს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ბლოგერი ყოფილმა ჩინოვნიკმა დაიბარა მისი სალტანატთან გარეგნული მსგავსების გამო. მას სურდა, ქალს სალტანატის ტანსაცმელი ჩაეცვა და ყველას დასანახად გასულიყო რესტორნიდან. ხოლო ცოლის გვამს ბიშიმბაევი, ალბათ, მოგვიანებით მოიშორებდა თავიდან. მაგრამ, როგორც ჩანს ბლოგერი ვერ დაითანხმა. ესაა ახლობლების ვარაუდი. მათივე მოსაზრებით, სწორედ ამის შემდეგ  გახდა იძულებული ის ეღიარებინა, რომ სალტანატს პულსი აღარ ჰქონდა.ცნობისთვის, სკანდალური სასამართლო განხილვა მალე დასრულდება და განაჩენს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ.სალტანატი 2023 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. იმ დღეს ის და მისი მეუღლე კონცერტზე იმყოფებოდნენ, როგორც ცნობილია, მათ იკამათეს და საკონცერტო დარბაზი მალევე დატოვეს. შემდეგ კი ოჯახის კუთვნილ რესტორანში წავიდნენ და ვიაიპი-ოთახში შევიდნენ.სასამართლოზე წარმოდგენილი მასალებით, სალტანატი ქმართან გაშორებას გეგმავდა, ამბობდა, რომ მუდმივი ბულინგითა და ქმრის მხრიდან ძალადობით დაიღალა. როგორც ქალის ახლობლები ამბობენ, კუანდიკი ცოლს გამუდმებით სცემდა.მათივე თქმით, ყოფილი მინისტრი ცოლს რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილ ოთახში სცემდა და მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც გოგონამ გონება დაკარგა და ძირს დაეცა. როცა მამაკაცმა გააცნობიერა, რაც მოხდა, რესტორნის თანამშრომლები დაითხოვა და რესტორნის დირექტორს დაურეკა, რომელიც ასევე დაკავებული, მან ბიშიმბაევის მოთხოვნით, სალტანატის ტელეფონს ლოკაცია გამოურთო, რომ ოჯახს მისი მოძებნა ვერ შეძლებოდა.გოგონას ახლობლები ამბობენ, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე ნათესავს ფოტოებიც კი გადაუგზავნა, როგორ იყო ნაცემი, ხოლო, როცა  ქმარმა ამის შესახებ გაიგო, კიდევ უფრო მეტად სცემა და აიძულა, ინტიმური შინაარსის ვიდეო გადაეღო.1 აპრილს კუანდიკ ბიშიმბაევი სასამართლოში სიტყვით გამოვიდა. მან პატიება სთხოვა სალტანატ ნუკენოვას ახლობლებს. თუმცა, მან თქვა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.8 აპრილს სასამართლოში ჩვენება მისცა ორმა მოწმემ - სასწრაფო დახმარების ექიმმა და საპატრულო პოლიციელმა.9 აპრილს სასამართლოში ისაუბრა მოწმემ, რომელიც ნუკენოვას მკვლელობის ღამეს რესტორანში იმყოფებოდა. სასამართლოზე ჩვენება მისცა სამედიცინო ექსპერტმაც, რომელმაც დეტალურად აღწერა, რა დაზიანებები მიაყენა ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვას და რამ გამოიწვია მისი სიკვდილი.11 აპრილს მეორე ბრალდებულმა ბახიტჯან ბაიჯანოვმა მოუყვა თავისი ვერსია იმ დღის მოვლენების შესახებ, როდესაც სალტანატ ნუკენოვა გარდაიცვალა.სასამართლო სხდომები პირდაპირი ეთერით გადაიცემა.