დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

კურიერი: ჯაფაროვის მეუღლის თქმით, მსხვილი ნარკორეალიზატორები ხელშეუხებლობით სარგებლობენ

21:28 08-12-2017
147

სპეცოპერაცია ჯაფაროვების სახლში უკვე მეორე დღეა, მიმდინარეობს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები ნარკოტიკულ ნივთიერებებს ამჯერად უკვე დაკავებული ძმების სახლის ეზოში ეძებდნენ.

ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულის მეუღლემ, გულნარა ჯაფაროვამ, ორდღიანი დუმილის შემდეგ "კურიერთან" მიცემულ სკანდალურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მათ დასახლებაში კილოობით ნარკოტიკს ყიდიან, თუმცა მსხვილი ნარკორეალიზატორები ხელშეუხებლობით სარგებლობენ.

დიდი ოდენობით ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით დაკავებულების დედა დღეს "კურიერთან" სპეცოპერაციის დეტალებს იხსენებს და ყვება, რომ ჩხრეკა სამართალდამცველებმა მოწმეების გარეშე ჩაატარეს.

შეგახსნოთ, რომ მაშტაბური სპეცოპერაცია ქვემო ფონიჭალაში 11 აგვისტოს, 19 საათზე, დაიწყო. პოლიციამ ჯერ ბრალდებულები განყოფილებაში გაიყვანა. ჩხრეკის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამოღებულია 33 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი და ნაღდი ფული.