მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

უკრაინელი მესაზღვრეები მიხეილ სააკაშვილს აფრთხილებენ

17:21 08-12-2017
301

„თუკი ოდესის ყოფილი გუბერნატორი გადაწყვეტს უკრაინის საზღვარი გადალახოს, მას მესაზღვეები უკრაინის პასპორტს ჩამოართმევენ“, - განაცხადა ქვეყნის სასაზღვრო უწყების ხელმძღვანელის თანაშემწემ ოლეგ სლობოდიანმა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

მისივე განცხადებით, სხვა ღონისძიების განხორციელება ამ ეტაპისთვის სააკაშვილის მიმართ არ იგეგმება. მანამდე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ ევგენი ენინმა  სააკაშვილი მკაცრად გააფთხილა, რომ მას შეეწყვიტა უკრაინაში არალეგალურად შემოსვლის მცდელობები.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა უნგრეთში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. უნგრეთში ის ლიტვიდან ჩავიდა. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს 26 ივლისს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.