დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები პროკურატურას ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში ადანაშაულებენ

17:16 08-12-2017
22

ე.წ. პიჯაკების საქმეზე ბრალდებულების თემურ ჯანაშიასა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და თავად ბრალდებული პროკურატურას სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებენ. ადვოკატებმა და თემურ ჯანაშიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქმის პროკურორის რამდენიმე განცხადებას უპასუხეს და იმ არგუმენტებზე ისაუბრეს, რომლითაც მათი მტკიცებით პროკურატურის სიცრუე დასტურდება. 

როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ აღნიშნა, პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ ჯანაშია ვალდებული არ იყო 2011 წლამდე პრეზიდენტის განკარგულებები შეესრულებინა. მისივე თქმით, პროკურორს ამის დამადასტურებელი არავითარი ნორმატიული აქტი არ მოუყვანია მაგალითად. 

„მან მიუთითა მხოლოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონზე, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ეს სამსახური პირდაპირ ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტს, ის არის გასამხედროებული სამსახური. თუ სამსახური არის გასამხედროებული და ექვემდებარება პირდაპირ ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს, როგორ შეიძლება არ იყოს სავალდებულო, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის განკარგულება შესასრულებლად სამსახურის ხელმძღვანელისთვის. ამასთან, პროკურორის ლოგიკა წინააღმდეგობაში მოდის თეიმურაზ ჯანაშიას ბრალთან. ჯანაშიას ბრალდების შესახებ დადგენილებაში წერია, რომ თეიმურაზ ჯანაშიამ 2010, 2011, 2012 და 2013 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში, პრეზიდენტის განკარგულებების შესრულებისას ჩაიდინა დანაშაული. თუ 2011 წლამდე მას არ ჰქონდა უფლება შეესრულებინა პრეზიდენტის განკარგულებები, 2011 წლის შემდგომ გაწეული ხარჯები რატომ აქვს ბრალად შერაცხული თეიმურაზ ჯანაშიას? ეს არის შეგნებულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. რით ახსნის პროკურორი იმ გარემოებას, რომ თეიმურაზ ჯანაშია ბრალდებულია და ოთარ ქველიძე, ვისი ხელმძღვანელობის დროსაც 2009 წელს დაიწყო მსგავსი ტიპის ხარჯის გაწევა, მხოლოდ და მხოლოდ მოწმის სტატუსით სარგებლობს მთელი ამ წლების მანძილზე“, - განაცხადა ბასილაიამ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილის უფროსის თემურ ჯანაშიას განცხადებით, კანონი არავის არ დაურღვევია, არც ოთარ ქველიძეს, არც თეიმურაზ ჯანაშიას და არც ანზორ ჩუბინიძეს. როგორც ჯანაშიამ აღნიშნა, პროკურორ ნათია სონღულაშვილის განცხადებები კარდინალურად განსხვავდება იმისგან, რაც სასამართლოში რეალურად ხდება. 

„მოვუწოდებ პროკურატურას და კონკრეტულად პროკურატურის ამ წარმომადგენელს, ნათია სონღულაშვილს, რომ შეწყვიტოს სიცრუის ტირაჟირება. ნუ აცხოვრებს სიცრუეში ხალხს. 2011 წლამდეც ჩვენ კანონის მიხედვით ვმოქმედებდით. კანონი არავის არ დაურღვევია, არც ოთარ ქველიძეს, არც თეიმურაზ ჯანაშიას და არც ანზორ ჩუბინიძეს. პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა მშვენივრად იცის „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონი და ასევე ის, ვისი განკარგულებები უნდა შეასრულოს მისმა უფროსმა“, - განაცხადა ჯანაშიამ. 

„მოვუწოდებ პროკურატურას და კონკრეტულად პროკურატურის ამ წარმომადგენელს, ნათია სონღულაშვილს, რომ შეწყვიტოს სიცრუის ტირაჟირება. ნუ აცხოვრებს სიცრუეში ხალხს. 2011 წლამდეც ჩვენ კანონის მიხედვით ვმოქმედებდით. კანონი არავის არ დაურღვევია, არც ოთარ ქველიძეს, არც თეიმურაზ ჯანაშიას და არც ანზორ ჩუბინიძეს. პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა მშვენივრად იცის „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონი და ასევე ის, ვისი განკარგულებები უნდა შეასრულოს მისმა უფროსმა“, - განაცხადა ჯანაშიამ.