მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

ვის ვერ ეწყობით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

16:45 08-12-2017
518

ასტროლოგები ადმიანებს თორმეტ ფსიქოტიპად ყოფენ. ზოგიერთი მათგანი ჰარმონიაშია ერთმანეთთან, ზოგს კი მთელი ცხოვრება დავა აქვს. ამიტომ ზუსტად უნდა ვიცოდეთ კონკრეტულად რა გზას მივმართოთ კომუნიკაციისას საიმისოდ, რომ ამა თუ იმ ადამიანთან ურთიერთობა იშვიათად დაიძაბოს და ჩვენი ინტერესები ნაკლებად მოვიდეს ერთმანეთთან დისონანსში.

ყველაზე უფრო ხშირად კი "ომი" ქვემოთ ჩამოთვლილ ნიშნებს შორის ჩაღდება 

ლომი-მორიელი ამ ტიპის კვადრატურა ძირითადად ძალაუფლის გამო წარმოქმნილი დაპირისპირებით ხასიათდება. არ აქვს მნიშვნელობა ურთიერთობა პარტნიორულია თუ საქმიანი, ორივე შემთხვევაში ლომისთვის დამახასიათებელი მეფური მანერები, დომინანტობისკენ სწრაფვა და საკუთარი პერსონის ხაზგასმა ძალიან აღიზიანებს არანაკლებ პატივმოყვარე და ამბიციურ მორიელს. მათ შორის ომი ძირითადად ლიდერობისთვის მიდის. როგორც ლომს, ისე მორიელს მოსწონს ადამიანებისა და სიტუაციის კონტროლი თავის გარშემო. ამიტომ, როცა ამ ორის ინტერესები ეჯახება, არც ერთი არ თმობს. ორივე საკმარისზე მეტად ამაყი და პრინციპულია. ერთსაც და მეორესაც ახასიათებს მტრების მიმართ შეუწყნარებლობა და ამტანობა კრიტიკულ სიტუაციაში

ზავის მეთოდები: საიმისოდ, რომ ამ ორმა შეძლოს ერთად თანაარსებობა, აუცილებელია კომპრომისი. იმ შემთხვევაში თუ ლომი გააცნობიერებს მორიელის როგორც ჭკვიანი, წინდახედული და მობილიზებული მოკავშირის მნიშვნელობას, მორიელი კი ლომის სახით საჭირო კონტაქტების შეძენის პერსპექტივასა და საზოგადოებაში საკუთარი იმიჯის კარგად შეფუთვის საშუალებას, მათგან შეიძლება არაჩვეულებრივი წყვილი დადგეს. ერთად ისინი დიდ სიმაღლეებს დაიპყრობენ, როგორც კარიერული, ისე პირადი ცხოვრების კუთხით. 

თხის რქა-სასწორი კონსერვატორ, პირქუშ და ემოციურად თავშეკავებულ თხის რქას, საშინლად აღიზიანებს სასწორის სირბილე და ლოიალური ხასიათი. თხის რქა ბუნებით ჯიუტი და უკომპრომისოა. მაშინ როცა სასწორი ჰარმონიას მხოლოდ და მხოლოდ გარშემო მყოფებთან კომპრომისის ხელოვნებაში ხედავს. თუმცა, იმ შემთხვევაში, როცა მას რამეს აძალებენ, შეუძლია გასაოცარი სიჯიუტეც გამოავლინოს. სწორედ ეს არის ამ ორ ერთი შეხედვით შეუთავსებელ ადამიანს შორის მთავარი მაკავშირებელი რგოლი. თხის მმართველი პლანეტა სატურნისთვის ხომ სასწორის ზოდიაქოა ეგზალტაციის ზონა.

ზავის მეთოდები: თხის რქამ უნდა დაინახოს, რომ სასწორზე კარგად მისი იმიჯის შესახებ არავის შეუძლია ზრუნვა. მას შეუძლია თხის რქის პირქუში იმიჯი შეარბილოს საზოგადოების თვალში. სასწორმა კი თხის რქის პრაქტიკულობა უნდა გამოიყენოს, განსაკუთრებით ფინანსურ სფეროებში. 

თევზები-მშვილდოსანი უმთავრესი პრობლემა ამ ორს შორის მშვილდოსნის დაუკვირვებელი საუბარის მანერა და თევზების ემოციური ბუნებაა. ტიპური მშვილდოსანი ნაკლებად არჩევს სიტყვებს საუბრისას და რასაც ფიქრობს, ყოველთვის ალალად და დაუფარავად ამბობს. მაშინ როცა ბუნებით სათუთი და ემოციური თევზები, მძაფრად რეაგირებენ ნებისმიერი სახის კრიტიკაზე და ცდილობენ თავადაც ნაკლებად აკრიტიკონ სხვა, მშვილდოსნის ვერბალური თავდასხმა თევზების ემოციურ ბუნებას დიდ დარტყმას აყენებს. ამის გამო შეიძლება მათ შორის სერიოზული კონფლიქტი წარმოიშვას.

იხილეთ სრულად