გიორგი მარგველაშვილი - ღირსეული პარტნიორობის მიზანი არის თავისუფლების მოყვარე საქართველოს დაცვა

15:35 08-12-2017
27

საქართველოს პრეზიდენტმა „ღირსეული პარტნიორი 2017"- ის ფარგლებში ვაზიანის პოლიგონზე წვრთნებში მონაწილე
 სამხედროებს მიმართა.როგორც მრავალეროვანი სამხედრო სწავლების საჩვენებელი წვრთნების დასკვნით ღონისძიებაზე ქვეყნის მთავარსარდალმა განაცხადა:

„მე მჯერა, რომ ყველა ადამიანი, იბადება თავისუფალი, მაგრამ თავისუფალად დაბადებასთან ერთად ადამიანი იბადება ვალდებულებით. ამ ვალდებულებისმსახურება  და მსახურების ფორმას თითოეული ჩვენგანი ირჩევს. ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც მას მისი ბედისწერა არგუნებს. დღეს მევდგავარ იმ ადამიანებს შორის, ვინც თავისი ვალდებულება თავისი სიცოცხლის, თავისი უნარების ფასად ჩვენი ქვეყნების თავისუფლებასა დადამოუკიდებლობაში ნახა. მე ვდგავარ იმ ადამიანებს შორის, ვინც ნათლად გაიაზრა, რომ სამშობლოს დაცვა უმაღლესი და ყველაზე მაღალივალდებულებაა, რაც შეიძლება ადამიანმა შეასრულოს. მადლობა მინდა გითხრათ ამ სამსახურისთვის.
დღეს დასრულდა მრავალეროვნული სწავლება "ღირსეული პარტნიორობა". სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017" კიდევ უფრომრავალფეროვანი, კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი და კიდევ უფრო საინტერესო არის. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შეიძინეთ ბევრი ახალიმეგობარი და შეიძინეთ ბევრი ახალი უნარი ამ მნიშვნელოვანი სწავლების დროს. ღირსეულია ეს პარტნიორობა იმიტომ, რომ ამ პარტნიორობისმიზნები არის ღირსეული. ამ პარტნიორობის მიზანი არის გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლა, ბრძოლა ადამიანის მიერ მეორე ადამიანისჩაგვრასთან, მის დამონებასთან, უფლებების წართმევასთან, ამ პარტნიორობის მიზანი არის სხვათა თავისუფლების სამსახური და ამიტომ არის ესპარტნიორობა ღირსეული. ქართველი ჯარისკაცები ამაყად ემსახურებიან ამ მიზანს. ამ პარტნიორობის მიზანი არის თავისუფლებისმოყვარესაქართველოს დაცვა, დაცვა იმ ერისა რომელმაც ისტორიაში გაიტანა თავისი დამოუკიდებლობა და მომავალ საუკუნეებშიც დამოუკიდებელქვეყანას შექმნის, ერთიან ქვეყანას შექმნის, დაცულ ქვეყანას შექმნის და ამიტომ არის ეს ღირსეული სამსახური. ამ ღირსეულ სამსახურს სულცოტა ხნის წინ შეეწირა ჩვენი თანამებრძოლი. ჩვენი თანამებრძოლი მდინარი ბებიაშვილი, სულ ცოტა ხნის წინ ამ მაღალი მიზნებისთვისდაიღუპა, მე ქედს ვიხრი მისი და მისი სხვა დაღუპული თანამებრძოლების წინაშე, იმ ადამიანების წინაშე ვინც თავისი თავი, თავისივალდებულება ჩვენი მოქალაქეების დაცვაში დაინახა.

მივესალმები და მადლობას ვუხდი ყველა ქვეყნის წარმომადგენელს, შესაბამის უწყებებს, ვინც ასეთი ფართომასშტაბიანი და ჰარმონიულისწავლების განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა. ქართველი ერი, ქართული საზოგადოება მადლობელია თქვენი სამსახურისთვის და თქვენი მშობლიური ქვეყნებიც მადლობელი არიან იმსამსახურისთვის, რასაც თქვენ მათ უწევთ.ჩვენს საზოგადოებებს აქვს უნარი განვითარდეს, იმიტომ რომ თქვენ აი ამ ვალდებულებას, რომელზეც მე ვსაუბრობდი პირნათლად ემსახურებით.მადლობა პირადად ჩემგან და ქართული საზოგადოებისგან ამ სამსახურისთვის. ღმერთი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს, ღმერთი ფარავდესსაქართველოს და ჩვენს მეგობრებს." - განაცხადა მარგველაშვილმა. 

სიტყვით გამოსვლამდე ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი მრავალეროვნული სამხედრო სწავლების დასრულების ცერემონიას დაესწრო. საერთაშორისო სწავლების დასრულება საჩვენებელი საველე სწავლებით აღინიშნა. სწავლებას ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენთავდაცვის მინისტრი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ევროპაში აშშ-ის არმიის G3-ის უფროსი, პრეზიდენტისადმინისტრაციის უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში. მრავალეროვანისამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017" დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებს ჯილდო გადაეცათ. ვაზიანის პოლიგონზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საერთაშორისო მისიებში დაღუპულ ჯარისკაცებს.