დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

"პატრიოტთა ალიანსმა" შესაძლოა თბილისის მერობის კანდიდატად ირმა ინაშვილი დაასახელოს

15:22 08-12-2017
33

ორშაბათს, ,,პატრიოტთა ალიანსმა“  თბილისის მერობის კანდიდატად შესაძლოა  პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი წარადგინოს. როგორც "პრაიმტაიმს" თავად ირმა ინაშვილმა განუმარტა, არჩევანს პარტია ოთხ კანდიდატს შორის გააკეთებს, თუმცა, ვინ არის დანარჩენი სამი, მას არ დაუკონკრეტებია.  ინაშვილის განმარტებით, მერი პოლიტიკური პოსტია და თუკი პარტია მას დაასახელებს ის ინფრასტრუქტურასთან ერთად მთავარ პოლიტიკურ თემებზეც ისაუბრებს.