დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

მრავალეროვნული სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2017” დასრულდა

14:11 08-12-2017
7

ვაზიანის პოლიგონზე მრავალეროვნული სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2017”-ის დახურვის ცერემონია მიმდინარეობს, რომელსაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ესწრებიან.

მრავალეროვნული სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2017” 30 ივლისს დაიწყო.

წვრთნაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის – საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, უკრაინა, სომხეთი – 2 800-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს, გზავნილით – “ძალა პარტნიორობაშია”. ასევე – გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი “ბოქსერი”, ამერიკული ტანკი “აბრამსი”, ქვეითთა საბრძოლო მანქანები “ბრედლი” და “სტრაიკერი”, ამერიკული C-130 ტიპის თვითმფრინავი.

საქართველო მრავალეროვნულ სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2017”-ს უკვე მესამედ მასპინძლობს.

წვრთნას აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი დაესწრო.