მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

ორი ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - დაშავებულია 3 ადამიანი

12:38 08-12-2017
55

ბათუმში ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ერთი შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა. ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე. აქ ავტომანქანა ხეს დაეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქად დაშავებული მამაკაცი. 

როგორც "პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორივე ფაქტზე  გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრასპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.