არჩევნები 2017 - ბოლო ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

"უბრალოდ წასვლას გავლა-გამოვლისთვის აზრი არ აქვს" - მამუკა არეშიძე ნინო ბურჯანაძის სოხუმში ვიზიტზე

12:22 08-12-2017
314

შედეგის გარეშე იქიდან დაბრუნება არ შეიძლება - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ "პრაიმტაიმს" ნინო ბურჯანაძის სოხუმში დაანონსებული ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.  

"მე არანაირი კონტაქტების წინააღმდეგი არ ვარ თუ ის ქვეყანას სიკეთეს მოუტანს.  თუმცა ნინო ბურჯანაძესაც და ნებისმიერ სხვას გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს პირველ რიგში, ის რომ იქიდან შედეგის გარეშე დაბრუნება არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, უნდა იყოს დაგეგმილი რა შედეგზე ვართ ორიენტირებულები და აუცილებელია, რომ  სწრაფვა აქეთკენ უნდა იყოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შედეგის გარეშე წასვლა და უბრალოდ, წასვლას გავლა-გამოვლისთვის აზრი არ აქვს, ნამდვილად" - განაცხადა მამუკა არეშიძემ.  

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი რამდენიმე დღეში გალის გავლით სოხუმში ჩავა და იქ ერთ დღეს დაჰყოფს. როგორც ცნობილი ხდება ნინო ბურჯანაძეს შეხვედრები დაგეგმილი აქვს მოსახლეობასთან.

"ამ ეტაპზე ამ ინფორმაციის დადასტურება გამიჭირდება, დღემდე არცერთი ქართველი პოლიტიკოსი არ ჩასულა აფხაზეთში, იმ სასაზღვრო სირთულეების გამო, რაც არსებობს. თუმცა, ნამდვილად საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა აფხაზეთში ჩასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრა. ვისაც მოსმენა სურს და შეუძლია ინფორმაცია სწორად აღიქვას, გაიგებს, რომ ნინო ბურჯანაძე თავის ყველა გამოსვლაში აცხადებს: პირველ პრიორიტეტი არის პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან, იმ ხალხთან, ვინც მანდატი მისცა დეფაქტო ხელისუფლებას. მართალია, ნინო ბურჯანაძე არ აღიარებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას, არ აღიარებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას, მაგრამ აუცილებელია ამ ხალხთან ჩატეხილი ხიდის აღდგენა, რაც მხოლოდ შეხვედრებით და დიალოგით არის მიღწევადი.“ - ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ "პრაიმტაიმს" პრესსამსახურში განუცხადეს.