მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

ეგვიპტეში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა

11:09 08-12-2017
81

ეგვიპტეში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა. საავადმყოფოებში კი 133 დაშავებულს მკურნალობენ. უცხოური მედიის ინფორმაციით, შესაძლოა გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს. 

შეგახსენებთ, რომ სარკინიგზო კატასტროფა ალექსანდრიაში გუშინ მოხდა. ქაიროს  მიმართულებით მოძრავი  სამგზავრო მატარებელი  გაჩერებულ მატარებელს შეეჯახა. ავარიის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. დეტალების დასადგენად ეგვიპტის პრეზიდენტმა სამთავრობო საგამოძიებო კომისიის შექმნის განკარგულება გასცა.