დღის თემა

რა უნდა ვიცოდეთ აზიური ფაროსანას შესახებ და როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნებელს? - ყველა ინფორმაცია ერთ პოსტში

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

"ამისთვის განმსაჯეთ, მაგრამ ნუ დამსჯით, ღიად ვამბობ…"- ოთარ ჩრდილელი ნარკოტიკებზე

18:23 08-11-2017
69

“ნარკოტიკი დამღუპველია ჩქვეყნისთვის. მომხმარებელი არ დავიჭიროთ, მაგრამ დავუწესოთ გარკვეული შეზღუდვები, სანქციები, ავადსახსენებელი ,,ბარიგები,, დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით. მასმედიამ მსხვერპლის როლში, მხოლოდ ერთი ჯგუფი არ გვიჩვენოს. სადაც ვამბობთ A-ს, იქ B-ეც მივაყოლოთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში წერს, რომელიც ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საკითხებს ვრცელ პოსტს უძღვნის:

“თავიდანვე ვაფიქსირებ: ყველა ,,მანია,, არის ცუდი, ადამიანს გიჩენს დამოკიდებულებას, ზოგი ჰიპერთიმიულია და ზოგიც-აპათიაში აგდებს პიროვნებას.
რაც შეეხება ნარკოტიკებთან ჩემს შეხედულებას, ეს არის ყველა თაობის პრობლემა. საზოგადოებაში არის აზრთა სხვადასხვაობა, მოხდეს კი დეკრიმინალიზაცია? რა დოზით? ორივე მხარეს არის რესენტიმენტალური მიდგომების მქონე, რამდენიმე ადამიანი. პირადად ვიცი, რომ ნარკოტიკები საშინელებაა, ჩემი თაობის ძალიან ბევრი უბრწყინვალესი და ჩემზე ბევრად უნიჭიერესი ადამიანი შეეწირა მას ან მასთან ბრძოლას. ყველა ვთანხმდებით, რომ ცუდია ნარკოტიკი, მაგრამ არის ხალხი, რომელიც ვერ ან არ ანებებს თავს და გეუბნება: ,,დაე იყოს ცუდი, მაგრამ ეს ჩემი არჩევანია და მომეცი არჩევანის საშუალება”  ვეთანხმები, ლოგიკურია, რადგან: თუ ჩვენ შტორმისას ერთ იახტაზე ვართ, არ შეიძლება ერთეულებს ავუკრძალოთ ,,პალუბაზე,, გასვლა, მხოლოდ იმიტომ, რომ დანარჩენებმა კაიუტაში დარჩენა ამჯობინეს.

ძირითადი თემა არის: მოთხოვნა>მიწოდება. არ იქნება მოთხოვნა, არ იქნება მიწოდებაც. მაგრამ მოთხოვნის პარალელურად, უკვე ღიად იკვეთება ე.წ. ,,ბარიგების,, ინსტიტუტი და კულტივირება. ხალხის უმრავლესობა ამბობს: მომხმარებელს ნუ დავიჭერთ, ვუმკურნალოთ, დავსაჯოთ მსუბუქად. დავიჭიროთ ,,ბარიგები,, მივცეთ 15-20 წელი. სრულიად გეთანხმებით. ახლა მეორე მხრიდან შევხედოთ: არ არის მიწოდება, მაშინ ბაზარზე შემოდის უხარისხო ნივთიერებებით გაჯერებული საზიზღრობა. აქ უკვე პატურ სიტუაციაშია მომხმარებელი, პრაქტიკულად წინასწარ იცის, რომ დანაღმულ ველზე, თვალდახუჭულმა სირბილით უნდა გავიდეს! ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა! სამსჯელოა!
დავუბრუნდეთ ზემოთ ნახსენებ კულტივირებას, მანდაც იკვეთება ,,ბარიგების” ინსტიტუტის სიღრმისეული დაინტერესება. არა და ,,არჩევანი დამიტოვე მაინც,, საზოგადოებას თუ არ მიაწვდის ვინმე, უკვე ცუდი ხარისხისას ეტანება…

ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან, ძალიან ბევრი გააკეთა საზოგადოების ამ ნაწილისათვის, ლიბერალიზაციიდან დაწყებული-ჯანმრთელობის დაცვით დამთავრებული. მართალია რამდენიმე შემოგვიტრიალდა მერე და უსირცხვილოდ გინება დაგვიწყო, მაგრამ არაუშავს, თითო-ოროლა ციციკორე, ყველა სოციუმშია. 

ახლა მეორე მხარესაც მოვუსმინოთ: ბრალდებები ისმის, პოლიციასთან მიმართებაში, რომ ხდება-ჩადება. კიდე ვიმეორებ, რამდენიმე ანგაჟირებულ-დისკრედიტირებული პიროვნება, ყველა ორგანიზაციაშია. თუმცა გარწმუნებთ, რომ არა სამართალდამცავი ორგანოების გვერდით დგომა, ვერცერთი ლიბერალური საკანონმდებლო წინადადება ვერ იხილავდა მზის სინათლეს. ძალიან პროდუქტიულად თანამშრომლობენ საკანონმდებლო ორგანოსთან. ვიცი, ამ ფრაზას რაც მოყვება, მაგრამ გეუბნებით რეალობას და არა იმას რომელ ჯგუფს რისი გაგონება სურს.

გეტყვით, რომ კარგი იქნება თუ ახალგაზრდების ჩართულობა მასობრივ სპორტში გაიზრდება, ამისთვის მოქმედებს პროგრამები. ვისაც სხვა არჩევანი აქვს, მათ შეუძლიათ ის მაინც თქვან, ან დაწერონ, რომ: – კი ეს ჩვენი არჩევანია, თუმცა ნარკოტიკი დამღუპველია და სხვებს მოუწოდონ არ გაეკარონ. სამწუხაროდ ვერ ვხედავ იმას, რომ ვინმე წუხდეს, პირიქით მუდმივად პრეტენზიული ტონით ახალ-ახალი იდეები შემოაქვთ. ჩვენი საზოგადოების ყველა წევრს აქვს, როგორც უფლება, ასევე მოვალეობა. როდესაც მოყავთ უცხოეთის ქვეყნების გამოცდილება, ავიწყდებათ რომ სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა მიდგომააა: ზოგან მართვის მოწმობას არ აძლევენ, ზოგან ჯარში არ მიჰყავთ, სახელმწიფო სამსახურსა და რამდენიმე სპეციფიკურ სამსახურში არავინ მიიღებს სამუშაოდ და მთელი რიგი შეზღუდვები არსებობს. შენ სადაც ,,ლომკა,, დაგეწყება-იქ მოწიო, გაიკეთო თუ დაყნოსო, დღისით-მზისით, ბაღთან, სკოლასთან და ა.შ. ეგრე არ გამოვა.

არ მინდა დიდაქტიკური ტონი გამოვიდეს, მაგრამ თუნდაც სრული ლიბერალიზაცია არ ნიშნავს, რომ ,,მანია,, კარგია. ჩვენ გვინდა მომავალი თაობაც და აწმყოც ჯანსაღი, აი, ეს უნდა გავითავისოთ ყველამ და არა ის თუ ვის რა სურვილები აქვს და კიდევ: რამდენიმე ავყია ტრაიბალისტის გამო, რომ რადგან ის თვლის, რომ ჩემი განცხადება მისთვის თურმე არაპოპულარულია ამ წუთში, არ ვაპირებ, რომ დავკომპლექსდე და რაღაცაზე გავჩუმდე. 

ღიად ვამბობ: 1)ნარკოტიკი არის დამღუპველი, ჩვენი ქვეყნისთვის. 2) მომხმარებელი არ დავიჭიროთ, მაგრამ დავუწესოთ გარკვეული შეზღუდვები, სანქციები 3) ავადსახსენებელი ,,ბარიგები,, სამაგალითოდ დაისაჯონ, კანონის მთელი სიმკაცრით. 4) მასმედიამ მსხვერპლის როლში, მხოლოდ ერთი ჯგუფი არ გვიჩვენოს, მოკრძალებული თხოვნაა-პარალელურად ნარკოტიკებისგან განადგურებული თაობები გაიხსენოს. სადაც ვამბობთ A-ს, იქ B-ეც მივაყოლოთ…

მოკლედ, სამუშაო ბევრი გვაქვს, არა მარტო პარლამენტს, არამედ საზოგადოებას, მასმედიას, სპორტულ წრეებს და ა.შ.

ეს გახლავთ ჩემი (სუბიექტური) მოსაზრება აღნიშნულ საკითხზე. ამისთვის განმსაჯეთ, მაგრამ ნუ დამსჯით. მეც მაქვს ჩემი აზრის, გამოთქმის უფლება. ბოდიში თუ ვიღაცის მოწოდებულ ჩარჩოში ვერ ვჯდები”, – წერს ოთარ ჩრდილელი.