დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

დეპუტატის შვილის დაღუპვის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული პოლიციელები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს 

13:41 08-11-2017
182

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის შვილის, 21-წლის ბექა ხახუბიას ავტოავარიაში დაღუპვის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მოსამართლემ სამივე მათგანს წინასწარი აღკვეთი ღონისძიების სახით 1000-1000 ლარიანი გირაოს გადახდა შეუფარდა. ბრალდებულთა შორისაა ოცმეთაური ნუკრი ხაბელაშვილი, რომელიც ასევე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. 

შეგახსენებთ, რომ 17 მაისს გამთენიისას გორის გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ვაჟი, 21 წლის ბექა ხახუბია საპატრულო პოლიციის დევნის ოპერაციის დროს დაიღუპა. გორის გვირაბთან, პატრულმა გზა სატვირთო ავტომობილით გადაუკეტა, რის შედეგად ხახუბიას ავტომობილი სატვირთოს სწრაფი სიჩქარით დაეჯახა.