ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ვახტანგ გომელაური

პოლიტიკა 1713528427

ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს საკითხზე, თუმცა იმის თაობაზე, თუ რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას - ვახტანგ გომელაური

"ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს საკითხზე, თუმცა იმის თაობაზე, თუ რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას," - ეს განცხადება პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარებულმა შს მინისტრმა "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გააკეთა.ვახტანგ გომელაურის თქმით, გამოძიების დასრულების შემდეგ მზად არის ისევ მივიდეს პარლამენტში და დეპუტატების კითხვებს გასცეს პასუხი."ალეკოს შემთხვევაზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა - ძალიან ვწუხვარ, ძალიან ცუდია, რომ ეს მოხდა, თუმცა გამოძიება დაწყებულია. მე არ მინდა შეფასებები გავაკეთო, რომ მერე მიკერძოებაში არ ჩამითვალოთ, რომ თქვენ ასე თქვით და ზეწოლას ახდენთ სასამართლოზეო, გამოძიებაზეო და ა.შ.დაველოდოთ, კამერებში ნათლად ჩანდა, თუ რა ხდებოდა რეალურად, გადაღებულია თითქმის მთელი პროცესი. ვინ ძალადობდა, ვინ დაიწყო, ვინ არ დაიწყო... მე არ ვამბობ, რომ ყველა ძალადობდა, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც შედიოდნენ კონფლიქტში პოლიციასთან, შეურაცხყოფას აყენებდნენ. ძალიან ვწუხვარ, ბატონი ალეკოს საკითხზე, თუმცა იმის თაობაზე, თუ რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას. მერე ვისაუბროთ, შეგიძლიათ დამიბაროთ კიდევ ერთხელ,"-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.შეგახსენებთ, რომ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ. გომელაური პარლამენტში ოპოზიციის მოთხოვნით, ინტერპელაციის წესით იმყოფება.

ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

პოლიტიკა 1713527854

ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (მსოფლიო ბანკის ჯგუფი) ვიცე-პრეზიდენტს ევროპის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ალფონსო გარსია მორას შეხვდნენ.მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. საუბარი შეეხო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობას. ასევე, კაპიტალის ბაზრის განვითარების საკითხებს, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის დაკრედიტებისა და აღნიშნულ სექტორში საინვესტიციო პოტენციალის ზრდის შესაძლებლობებს.შეხვედრას დაესწრნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები: ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

არჩილ თალაკვაძე

პოლიტიკა 1713527336

თუ 11 წელი მედია თავისუფალია, ქვეყანაში მშვიდობაა, როგორ ბედავთ და ხალხს ატყუებთ, თითქოს ქვეყანა ჩამოშორდა ევროპულ ორბიტას-ხომ გესმით, რომ ჯერ კიდევ ხართ იმ წინა ხელისუფლების ტრავმაში, რა პოლიტიკურ ავარიაშიც მოხვდით 2012 წელს - არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას

„ჯერ კიდევ ვერ შეძელით, რომ აღიაროთ თქვენი შეცდომები და გაარკვიოთ სად ხართ. წარსულში ხართ ისევ, თუ აწმყოში ხართ და მართლა გინდათ პოლიტიკური სისტემის ნაწილი იყოთ, რომელიც ამ ქვეყნის მომავალზე მუშაობს“-ასე მიმართა ოპოზიციას პარლამენტის ტრიბუნიდან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ.თალაკვაძე ოპოზიციონერი დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ -„საბედნიეროდ ჯერ კიდევ არსებობს თავისუფალი მედია ამ ქვეყანაში“.„მინდა გამოვეხმაურო სიმბოლურ წამოცდენას, რაც ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ქალბატონმა თქვა: მე ამ ტრიბუნასთან ვდგავარო, მადლობა ღმერთს რომ ჯერ კიდევ არსებობს ამ ქვეყანაში თავისუფალი მედიაო. მე მინდა მას კითხვა დავუსვა. ჯერ კიდევ- თქვენს განმარტებით ლექსიკონში რა პერიოდს მოიცავს- 10-15 წუთი, ერთი საათი, ერთი დღე თუ ერთი კვირა? იმედია თქვენს ლექსიკონში 11 წელი არ არის ჯერ კიდევ, ხომ? ანუ, 11 წელი თუ მედია თავისუფალია, ბიზნესი თავისუფალია, ქვეყანაში მშვიდობა არის დაცული, თუ პარლამენტში მეტი პარტიები ხართ წარმოდგენილი, თუ არჩევნებზე 11 წელია დამკვირვებლები ამბობენ, რომ ძირითადი წესების დაცვით ტარდება. თუ 11 წლის განმავლობაში ქვეყანამ მიიღო უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, კანდიდატის სტატუსი, ევროპოლი -ბატონი გომელაური რომ ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩვენი პოლიცია გახდა ევროპოლის თანასწორი პარტნიორი, ანუ, შევიდა ევროპასთან თანასწორ თანამშრომლობაში, თუ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ, თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, 11 წელი ასე მიდის, მაშინ როგორ ბედავთ და ხალხს ატყუებთ, რომ ქვეყანა ჩამოშორდა თითქოს ევროპულ ორბიტას და თითქოს ამ ქვეყანაში აღარ არის არანაირი ღირებულება და დასავლეთს დავშორდით. ხომ გესმით, რომ ჯერ კიდევ ატყუებთ ხალხს და ჯერ კიდევ ხართ იმ წინა ხელისუფლების ტრავმაში, რა პოლიტიკურ ავარიაშიც მოხვდით 2012 წელს“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პროკურატურა

სამართალი 1713527057

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული 5 პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დანაშაულებრივი ჯგუფის 3 ხელმძღვანელს სასჯელის უმაღლესი ზომა - უვადო თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2 წევრს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის 3 მოქალაქის ხელმძღვანელობით მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფი, სხვადასხვა საკომუნიკაციო ქსელით, დისტანციურად იღებდა ნარკოტიკული საშუალების ე.წ. შეკვეთას, სპეციალურად გახსნილ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდგომ კი ე.წ. დამდების მეშვეობით სასურველი ნარკოტიკული საშუალების წინასწარ შერჩეულ ადგილზე განთავსებას უზრუნველყოფდა, რის შემდეგაც შემძენს ლოკაციის და ადგილმდებარეობის ფოტოები ეგზავნებოდა. აღნიშნულმა პირებმა დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში საქართველოს 2 მოქალაქე ჩართეს, რომლებიც ნარკოვაჭრობის შედეგად მიღებული თანხების საქართველოში შეგროვებას, გადარიცხვა/კონვერტაციის გზით წარმომავლობის შენიღბვას და დანაშაულის ორგანიზატორებისთვის საზღვარგარეთ მიწოდებას, ასევე საბანკო დაწესებულებებთან წამოჭრილი პრობლემების მოგვარებას უზრუნველყოფდნენ. პარალელურად, საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს, როგორც ადვოკატს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავების შემთხვევაში თითქოსდა იურიდიული დახმარების გაწევის გზით ორგანიზატორებთან დაკავშირებული, გამოძიებისთვის ცნობილი ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზატორებისთვის მიწოდება უნდა განეხორციელებინა.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ორგანიზებულმა ჯგუფმა საქართველოში 2021-2023 წლებში ზემოაღწერილი სქემით ნარკორეალიზაციის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 17 367 263 ლარის, 2 523 302 აშშ დოლარისა და 24 030 ევროს უკანონო შემოსავალი მიიღო, რომლის ლეგალიზაციაც  რამდენიმე ხერხით განხორციელდა. დანაშაულებრივი წარმომავლობის თანხების ნაწილი ქართულ საბანკო ანგარიშებზე უმიზნო ტრანზაქციებისა და კონვერტაციის შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელ პირთა უცხოურ ანგარიშებზე ირიცხებოდა. თანხის ნაწილის განაღდება კი საქართველოში ხორციელდებოდა და სხვადასხვა პირის სახელით ფულადი გზავნილის სახით საზღვარგარეთ იგზავნებოდა, ასევე საქართველოში და კვიპროსში შეძენილ იქნა ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონება.დანაშაულის ჩამდენ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, მეშვიდე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წარედგინათ.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ დანაშაულებრივი გზით მიღებული 2 ავტომანქანა და 310 000 ლარზე მეტი ჩამოერთვათ.

იაგო ხვიჩია

პოლიტიკა 1713527040

უდიდეს ნაწილს ვეთანხმები მისას, უბრალოდ ეს პრობლემები მისი ელჩობის პერიოდშიც გვქონდა - იაგო ხვიჩია კელი დეგნანზე

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის განცხადებებს ოპოზიციაში ეხმაურებიან. როგორც "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, დეგნანის შეფასებების დიდ ნაწილს ეთანხმება და უფრო ყურადღებითაც გაეცნობა მის არგუმენტებს."უდიდეს ნაწილს ვეთანხმები მისას, უბრალოდ ეს პრობლემები მისი ელჩობის პერიოდშიც გვქონდა და კარგი იქნებოდა, რომ ელჩობის პროცესშიც ყოფილიყო პოზიციები. ეს უბრალოდ ისეთი ტიპის ინფორმაციას განეკუთვნება, სადაც ქალბატონ ელჩს მეტი ინფორმაცია შეიძლება ჰქონდეს ვიდრე მე, ამიტომ, უფრო ყურადღებით გავეცნობოდი მის არგუმენტებს ამ თვალსაზრისით, რადგანაც ძალიან საინტერესო ნაწილია ეს ამ განცხადების, ამიტომ ყურადღებით დავაკვირდები მართლა ასე წავა თუ არა საქმე, იმიტომ, რომ მე ასეთი თვალით არ შემიხედავს," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.პარტია "საქართველოსთვის" წევრის, მიხეილ დაუშვილის შეფასებით კი, ის რისკები, რაზეც კელი დეგნანმა ისაუბრა, შეიძლება არსებობდეს და შესაძლებელია, რომ რეალიზდეს.ცნობისთვის, კელი დეგნანის შეფასებით, გამჭვირვალობის კანონის ხელახლა ინიციირების მიზანი, არჩევნებზე საერთაშორისო მისიების არ დაშვებაა. ამ თემაზე დეგნანმა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების უმაღლეს სკოლაში ჩატარებულ დისკუსიაზე ისაუბრა, "საქართველო - ბრძოლა დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის", სადაც ის ამ თემაზე სასაუბროდ იყო მიწვეული. კელი დეგნანი ახლა შტატების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის მრჩეველია საგარეო პოლიტიკის საკითხებში. დიპლომატის თქმით, მას არ გაუკვირდება, თუ ხალხის ნების უგულებელყოფით, "ქართული ოცნება" ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანს და საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიჰყავთ.