მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

მთაწმინდაზე ხანძრის შემდგომ დაზიანებული ფერდობი სპეციალისტებმა დაათვალიერეს

18:01 08-10-2017
38

მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ინიციატივით,  მთაწმინდაზე  ხანძრის შემდგომ დაზიანებული ფერდობი გარემოს ეროვნული სააგენტოს, სატყეო დეპარტამენტისა და  თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის სპეციალისტებმა დაათვალიერეს. შესაბამისი სამსახურები შესთავაზებენ რეკომენდაციებს მერიის ეკოლოგიის სამსახურს და შემდგომში დაიგეგმება ტყის საფარის აღდგენითი სამუშაოები.

,,ამ ტერიტორიაზე მეწყრული პროცესის ფორმირება პრაქტიკულად გამორიცხულია, შესაძლებელია მხოლოდ ძალიან თხელ ფენაში განვითარდეს, რადგან აქ ნალექების დანაგროვები ძალიან მცირე რაოდენობით არის’’, -  განაცხადა ტერიტორიის დათალიერების შემდეგ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგმა შოთა ლობჟანიძემ.

,,დღევანდელი მდგომარეობა არ არის საგანგაშო, ეს ტერიტორია სუბარიდული ზონაა და ნალექები ძალიან მცირეა რაოდენობით არის. ჰაერის ტენიანობა ძალიან დაბალია, ამიტომ პირველ რიგში უნდა მოეწყოს სარწყავი სისტემა.  ნიადაგიდან გამომდინარე, უნდა შეირჩეს ისეთი მერქნული მცენარეები, რომლის ფესვთა სისტემაც ზედა ფენაში იქნება განლაგებული, რომ მოსული ნალექები შეითვისოს. ჩვენ შევისწავლით ტერიტორიას და შესაბამის რეკომენდაციებს დავდებთ‘’, -განაცხადა ტერიტორიის დათალიერების შემდეგ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა პროფესორმა ჯუმბერ ლომიძემ.

მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი 8 აგვისტოს გვიან ღამით გაჩნდა, რის შედეგადაც 2 ჰექტარ ტერიტორიაზე 200-მდე ძირი ხე დაიწვა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე