დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ქართული ბალეტის ფუძემდებელი, მარია პერინი და სამხატვრო აკადემიის დამაარსებელი, ჰენრიხ ჰრინევსკი - ნინო რამიშვილის და ვახტანგ ჭა­ბუკიანის პედაგოგი

12:33 08-10-2017
55

ამბობენ, რომ სწორედ ჰე­ნრიხ ჰრინევსკისა და მარია პერინის პროტოტიპები იყ­ვნენ, კახი კავსაძე და ალისა ფრეინდლიხი, „ვერის უბნის მელოდიებში“. ქმარი სამხატვრო აკადემიის ერთ-ერ­თი დამაარსებელი გახლდათ, ცოლი კი – ქართული ბალე­ტის ფუძემდებელი. ამ ადამ­იანებს სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთიც და საქართველოც. ასეთ გრძნობებს კი კომუნისტები არავის პატი­ობდნენ. 

როგორც სამხატვრო აკ­ადემიის რექტორმა გია ბუ­ღაძემ გვიამბო, სწორედ აკადემიის ეზოში იდგა სა­ოცარი კოშკი, სადაც ჰრინ­ევსკის ოჯახი ცხოვრობდა. მომავალი მხატვარი ქუთაის­ში პოლონელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. მამის გარდ­აცვალების შემდეგ დედასთან ერთად იტალიაში წავიდა, სა­დაც ფლორენციის ტექნიკური სასწავლებელი დაამთავრა. შემდეგ სწავლა გერმანიაში კარლსრუეს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში განაგრძო, ბო­ლოს კი ისევ იტალიაში და­ბრუნდა, სადაც სამხატვრო განათლება მიიღო. სავარა­უდოდ, სწორედ მაშინ გაიც­ნო მარია პერინიც. ჰრინევსკი დავით ჩუბინაშვილთან, იაკობ ნიკოლაძესთან, ევგენი ლანს­ერესთან და ანატოლი კალგ­ინთან ერთად თბილისის სამხ­ატვრო აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო.

            მარია

გია ბუღაძე: „აქ სანამ აკად­ემია შეიქმნებოდა, მანამდე არ­ტისტული სკოლა და ბალეტის სტუდია იყო, რომელსაც ჰენრიხ ჰრინევსკის მეუღლე, ქალბატონი მარია პერინი ხელმძღვანელო­ბდა. გიორგი შენგელაიას თავის ფილმში გაშარჟებული ჰყავს ეს წყვილი“. თავად რეჟისორი ამ ფაქტს უარყოფს, თუმცა პერინის ბიოგ­რაფიიდან ერთი საგულისხმო დე­ტალი შეიძლება გეცნოთ კიდეც. მარია პერინის მოწაფეები იყვნენ ნინო რამიშვილი და ვახტანგ ჭა­ბუკიანი.

ნინოს დედა – "როზალია თავიდანვე ამჩნევდა შვილს ნიჭი­ერებას და ცდილობდა, მისთვის ხელი შეეწყო. ამიტომ თბილისში იმ დროისთვის განთქმულ პერი­ნის საბალეტო სკოლაში შეიყვანა. თუმცა მათ ოჯახს ძალიან გაუჭ­ირდა სწავლის საფასურის გადა­ხდა და ნინო, ცეკვიდან გამოიყ­ვანეს. მაშინ მარია პერინი თავად ეახლა როზალიას და განუცხადა, რომ ნინო რამიშვილს უფასოდ შეეძლო მის სტუდიაში ესწავლა.

თავად მარიას დებიუტი სწორ­ედ თბილისის ოპერაში შედგა 32 ფუეტეთი, ის ცნობილი იტალიე­ლი მოცეკვავის, ენრიკო ჩეკეტის მოსწავლე იყო. ძალიან უყვარდა ცეკვა და თავის მოწაფეებში მთ­ელ ენერგიას დებდა, ამიტომაც ძალიან ბედნიერი იყო, როცა 1936 წელს იტალიაში დაბრუნებ­ამდე ვახტანგ ჭაბუკიანის პირვ­ელი ქართული ბალეტის პრემიე­რას დაესწრო.

              „პერსპექტივა“

გია ბუღაძე ყვება, რომ მა­რისა და ჰენრიხს სწორედ ის ღვაწლი არ აპატიეს, რომელიც მათ საქართველოსთვის გაწი­ეს. ამ ნიჭიერი ადამიანების ბე­ვრს შურდა კიდეც.

„კოშკი, სადაც ჰრინევსკი და მისი მეუღლე ცხოვრობდნენ, უკვე აღარ არსებობს. საერ­თოდ, მაშინ მიღებული ფორმა იყო, პროფესორები უმაღლეს სასწავლებლებში ცხოვრობდ­ნენ. აქ სწავლობდნენ ვახტანგ ჭაბუკიანი, ნინო რამიშვილი და სოლიკო ვისრალაძეც, რო­მელიც საქართველოს ისტორიაში, ალბათ, ყველაზე დიდი სცენოგრაფია. პერინისთ­ან ოჯახური სიტუაცია იყო, ჭაბუკიანი პერინის დედად მიიჩნევდა. საერ­თოდ, მაშინ საქართვე­ლოში ბევრი პოლონელი და იტალიელი ემიგრანტი იყო და ისინი ეროვნულგანმათავისუფლებელ მო­ძრაობასაც კი უწყობდნენ ხელს.

ფაქტობრივად, ამ ოჯახმა ქართული კულტ­ურის განვითარების კერა შექმნა. ჰრინევსკიმ მოხატა საჯარო ბიბლიოთეკა, მისი შექმნილია ქაშუეთის საუკ­ეთესო ხატები, ერთ-ერთია ღვთისმშობელი ყრმა იესო­თი. ის წლების განმავლობაში მუშაობდა პერსპექტივის წიგნ­ზე. ეს იყო ერთ-ერთი სერიოზ­ული მისი ნამუშევარი და სხვა­თა შორის, არსებობს ვერსია, რომ სწორედ ამ წიგნის ხელში ჩასაგდებად დაასმინეს ის უშ­იშროებაში. ცნობილია, ვინ იყო მისი დამსმენიც, მან მიითვისა ჰრინევსკის წიგნი, თუმცა მი­სი შვილები და შვილიშვილები დღესაც ცოცხლები არიან და ამიტომაც თავს შევიკავებ ამ ადამიანის სახელისა და გვარის დასახელებისგან“.

ავტორი, ვის წიგნადაც ახ­ლა „პერსპექტივას“ მიიჩნევენ, ფერმწერი იორამ მამალაძეა და სამწუხაროდ, იორამობაც იმ დროში ჩვეულებრივ მოვლ­ენად ითვლებოდა.

             მუსოლინი

ჰრინევსკი, ეროვნულ-განმ­ათავისუფლებელი მოძრაობის, ერთ-ერთი ხელისშემწყობი იყო და თავისი არაქართული წარმ­ომავლობის მიუხედავად, ბევრ ქართულ საქმეს აკეთებდა. მა­გალითისთვის ის მონაწილეობ­და ისტორიულ-ეთნოგრაფიუ­ლი მუზეუმის მიერ მოწყობილ სამეცნიერო-სამხატვრო მივლ­ინებებში (ქუთაისი, ბორჩალო, გორი, ახალციხე), რომლის მი­ზანი იყო უძველესი ფრესკების გადმოღება, ძველი ქართული არქიტექტურული ძეგლების აზომვა და ნატურიდან აკვარე­ლით ჩანახატების შესრულება.

მის გარეშე არ ტარდებოდა ქართველთა შორის წერა-კითხ­ვის გამავრცელებელი საზოგა­დოების მიერ ჩატარებული ღო­ნისძიებები. 1912 წელს ის იყო კავკასიის კაზმული ხელოვნების წამახალისებელ საზოგადოებას­თან არქიტექტურული სექციის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინ­იციატორი. ამ სექციის მიზანს წარმოადგენდა ძველი არქიტექტურისა და ფერწერის შესწავ­ლა საქართველოში. ძნელი მისა­ ხვედრი არ იყო, რომ მას ბოლშ­ევიკები კარგი თვალით არ შეხე­დავდნენ.

1936 წელს მათ ჯერ მარია პერინი გაასახლეს იტალ­იაში, შემდეგ კი, 1937 წელს, 67 წლის ჰრინევსკი დახვრიტეს. ამ­ბობენ, რომ ჰენრიხი ახლოს იც­ნობდა ბენიტო მუსოლინის და სწორედ ამ კავშირმა დაღუპა. თუმცა ეს რეალურად მხოლოდ საბაბი იყო. ჰენრიხ ჰრინევსკის საქმე უშიშროებაში აღარ არსე­ბობს, ისე დაიწვა.

სამაგიეროდ, არსებობს სამეულების სხდომის ოქმი, რომლის თანახმადაც, ჰრ­ინევსკი 1937 წელს, დახვრიტეს.

გია ბუღაძე: „მე მიყვებოდა იორამ ხახუტაშვილი, რომელს­აც ახსოვდა ბატონი ჰრინევსკი, რომ, როდესაც დილით აკადემ­იაში დაბრუნდნენ სტუდენტები, ჰენრიხის ხელნაწერები და ჩა­ნახატები აკადემიის ეზოში იყო მიმოფანტული, წარმოიდგინეთ, რა დამთრგუნველი სანახაობა იქნებოდა. ჩექმით იყო ყველაფ­ერი გათელილი და სტუდენტე­ბი სათითაოდ აგროვებდნენ. იმ ღამით ჰრინევსკი წაიყვანეს“.

ავტორი: მარიტა დამენია.

წყარო: გაზეთი "პრაიმტაიმი "N45(87)-ის არქივიდან 2010 წ.

ავტორი: რუსა ღვანიძე