დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

გმირი - ვლადიმერ დავითაშვილი - "47 კუბო იდგა., მხოლოდ ერთს ჰქონდა მიკრული შავი ვარდი - იქ „ბირთვისელი“ ესვენა"...

16:40 08-08-2017
8057

გიორგობა დღეს – 6 მაისს დაიბადა 1989-ში. სოფელში "ვოლკს“ ეძახდნენ, ჯარში – ბი­რთვისელს. ჯანღონით სავსე იყო. ვერცხლისწყ­ალივით დაუდგრომელი. ყველაფერს ასწრებ­და: კარგად სწავლასაც, ცურვასაც, ჯირითსაც, კარატეში ვარჯიშსაც, შრომასაც...

9 კლასი ისე დაამთავრა, სამიანი არ გამოჰყოლია. მე­რე მოუსვენარი გამხდარა... კარგად ცურავდა. მთელ ზაფხულს ალგეთის წყალსა­ცავზე ატარებდა. ცხენზე ჯირითი უყვარდა. ხშირად აკითხავდა პაპას მა­ნგლისში და დააქროლებდა ბედაურებს. ხალისით მიჰყვებოდა ტუ­რისტებს ბირთვისის ციხეზე, გიდის მაგიერ, და სიამაყით აცნობდა მშობლიურ მხარეს. უყვარდა მშობლიური სოფე­ლი, მაგრამ გული თბილისში ცხოვრებისკენ უწევდა...

სამხედრო საქმე მოსწონ­და და აპირებდა კიდეც, სკ­ოლის დამთავრების შემდეგ, სამხედრო სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას. 18 წლის გახდა თუ არა, ჯარში გაიწვიეს. წავიდა და მხედ­რული ვალი რომ მოიხადა, ჯარში დარჩენა გადაწყვიტა. დედას არ უნდოდა ისევ ჯა­რში გაშვება. მან მაინც გა­აფორმა კონტრაქტი სამშობლოსთან – ჯარის ცხოვრობა მოსწონდა ძალიან. ვაზიანში, მეოთხე ბრიგ­ადაში მსახურობდა ოცმეთა­ურად – სულ ათი თვე....

ერ­აყში წასასვლელად ემზადე­ბოდა, მაგრამ... შეყვარებული ჰყავდა, უც­ნაურად გაცნობილი გოგო. ჯარში ამერიკული იარაღი რომ დაურიგეს, იმ იარაღზე ნომერი ეწერა, ჯარისკაც­მა ტელეფონზე ის ნომერი აკრიფა... ლაშა იკითხა სა­სხვათაშორისოდ... გოგონამ უპასუხა. ცოტა ხანში ისევ დარეკა და გოგონას გაცნობა შესთავაზა...

ექვსი თვე უყვარდათ ერ­თმანეთი. დედასაც უთხრა -გაგაცნობო. ერაყიდან და­ბრუნებამდე დაოჯახებას არ აპირებდა. ყოველ შემთხვევ­აში, შინ ასე ამბობდა, მაგრ­ამ... 7 აგვისტოს, გამთენიი­სას, ვიდრე ომში წავიდოდა, გოგონას დაურეკა – „თუ ცო­ ცხალი დავბრუნდი, ცოლად უნდა მოგიყვანოო“. გოგონა ატირდა. ბიჭი გაუბ­რაზდა – ნუტირი, თორემ აღარ დაგირეკავო...

             სიკვდილი გმირისა

ღამით თავისი უმცროსი ძმ­ის ოთახში შევიდა. მის საწო­ლთან ჩაიმუხლა. თავზე ხელი გადაუსვა, მოეფერა – შენ რომ ვინმემ რამე დაგიშაოს, არ ვიცი რას ვუზამ... მერე დის ოთახში შევიდა. დასაც მოეფერა, აკოცა. ოთახიდან გამოსულმა დედა დაინახა, რომელიც თვალს ად­ევნებდა. უკვე დიდი ვარ, არ­აფერს დავაშავებო. გულში ჩა­იკრა დედა, აკოცა და დაიძინა. ეს ომამდე ერთი კვირით ად­რე ხდებოდა.

ბოლოს შინიდან, 3 აგვისტოს გავიდა. ოჯახის მანქანა გაფუჭებული იყო, მე­ზობლის ბიჭს სთხოვა სამარშ­რუტო ტაქსამდე მიყვანა. მისი თანდასწრებით დედისთვის კოცნა მოერიდა, ხელი დაუქნია მხოლოდ. არადა, კოცნით ემშვ­იდობებოდა სულ. ხელი დაუქ­ნია და წავიდა...

შინ 5 აგვისტოსაც დარეკა, 6 აგვისტოსაც... დედას დაღონე­ბული ეჩვენა. „არაფერი არ მი­ ჭირს, გეჩვენება“ – დაამშვიდა დედა.

7 აგვისტოს წავიდა ომში. შინ არც კი დაურეკია – „ჩემე­ბს ვერ ვეტყვი, ომში რომ მივდ­ივარ“... ტელეფონი ჩააბარა და წავიდა... ომის დაწყებით თავზარდა­ ცემული დედა რეკავდა... ბიჭს ტელეფონი გათიშული ჰქონ­და. რეკავდა მის მეგობრებ­თან, ზოგს გათიშული ჰქონდა, ზოგთან არ გადიოდა...

დედა ყველასთან კითხულობდა მის ამბავს, ვერაფერს იგებდა... შვილი ამ დროს გააფთრებ­ით, უშიშრად იბრძოდა ცხინვა­ლში. მეზობელ სოფელში ჯარისკ­აცი დაბრუნდა ომიდან, ის ჯა­რისკაცი ეტყვის, ბიჭის დედას, რომ ბოლოს 8 აგვისტოს ნახა, როცა ტყეში ისვენებდნენ. ოჯახი ყველგან ეძებდა. და­ჭრილებში, ყველგან შვილის სურათებს არიგებდა, შვილის ამბავს კითხულობდა. ბიჭებმა რომ ვაზიანში იწყეს დაბრუნ­ება, დედა ვაზიანში მივიდა. ყველა მომავალ მანქანას წინ უდგებოდა, შვილს ეძებდა სი­სხლსა და ჭუჭყში ამოსვრილ ჯარისკაცებში. გარჩევა ჭი­რდა, უკუნი ღამე იყო. დედა იდგა და იძახდა - „და­ვითაშვილი“, იმედი ჰქონდა, ლადო თავის გვარს რომ გა­იგონებდა, გამოეხმაურებოდა დედას. დედას ამშვიდებდნენ, მათი ბატალიონი უკან მოდისო. არადა, ყველამ იცოდა, რომ...

12 აგვისტოს ღამე იყო... ის იყო ინათა... ვაზიანში 41-ე ბა­ ტალიონი ბრუნდებოდა, ბირთ­ვისელის ბატალიონი... ძალიან ცოტანი ისხდნენ მანქანაში. დედამ დაიძახა - „დავითაშვ­ილი“!!! ყველამ თავი დახარა. დედა მიხვდა, რომ მისი შვ­ილი ამქვეყნად აღარ იყო... ოცმეთაურის დედამ შინ ოცეულის სია იპოვა ტელე­ფონებით. ყველასთან რეკა­ვდა. არავინ პასუხობდა. ბოლოს ერ­თმა უპასუხა – თორნიკე გა­დელიამ. დავი­თაშვილის ამ­ბავი ჰკითხა. ჯარისკაცმა იუარა, არაფ­ერი ვიციო.

„როგორ თუ არ იცი? თქ­ვენი სერჟანტი იყო და მიგატოვათ?! – აღმოხდა დედას. არადა ზუსტად იცოდა დედამ თავისი გაზრდილი შვილის ამბავი – მის გვერ­დით მისი მეგობარი რომ მო­ეკლათ, ის, არც ტყვიას აა­რიდებდა თავს და არც თავის გადარჩენაზე იზრუნებდა. შემდეგ უკვე მამა, ძმა, ბიძა ურეკავდნენ ჯარისკაც გადელიას. უხსნიდნენ, რომ თუ რამე იცოდა უნდა ეთ­ქვა. ჯარისკაცმა ისღა თქვა – „ტელეფონში ვერაფერს, გეტყვით, ნორიოში ვართ და აქ მობრძანდით"...

ნორიოში წავიდნენ - თო­რნიკეს სანახავად. ჯარის ბიჭები იყვნენ ერთად – ტი­რილისგან დასიებული თვ­ალებით. თორნიკე ხმას ვერ იღებდა. სხვა ლაპარაკო­ბდა... მათ ნახეს როგორ აფ­ეთქდა „ბირთვისელი“... ალყაში მოუმწყვდევიათ და ტანკიდან უსვრიათ... ეს, 9 აგვისტოს, შუადღეს მომხდარა.

დარწმუნდნენ, რომ ლადო აღარ იყო ამქვეყნად. დედამ ბოლოს 26 აგვისტ­ოს, გადმოსვენებულ ბიჭე­ბში, მიაკვლია თავის ბიჭს. ბიჭს საბუთები თან ჰქონ­და.

47 კუბო იდგა. მხოლოდ ერთს ჰქონდა მიკრული შავი ვარდი... იქ „ბირთვისელი“ ესვენა. დედამ დღემდე არ იცის საიდან გაჩნდა ის შავი ვა­რდი მისი ვაჟის კუბოზე. მარიამობას სოფელში გა­დაასვენეს...

ვლადიმერ დავითაშვილი 19 წლის იყო. 

წყარო: გაზეთი "პრაიმტაიმი" N51(93) -ის არქივიდან 2010 წ.

ავტორი: რუსა ღვანიძე