დღის თემა

რა უნდა ვიცოდეთ აზიური ფაროსანას შესახებ და როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნებელს? - ყველა ინფორმაცია ერთ პოსტში

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

"გმირი ხარ, რადგან შენ უფრო გჭირდება ჩემს გვერდით ყოფნა..." - ფაჩულიას ემოციური მიმართვა მეუღლეს

22:26 08-07-2017
1839

ცნობილმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ სპორტის სასახლეში საზეიმო ცერემონიაზე განსაკუთრებით აღნიშნა მისი მეუღლის წვლილი იმაში, რომ ის დღეს წარმატებულია. 

"10 წლის წინ გავიცანი ერთი ადამიანი, რომელიც ზუსტად ერთ წელიწადში გახდა ჩემი მეუღლე. სამწუხაროდ, თიკა დღეს აქ არ არის, მაგრამ ზის ამერიკაში ჩემ ორ ბიჭთან ერთად და გვიყურებს. თიკა, მინდა გითხრა, ომ შენ ხარ ულამაზესი, უჭკვიანესი და გმირი ქალბატონი. გმირი ხარ ძალიან ბევრი მიზეზის გამო, რამდენიმეს გამოვყოფ - გმირი ხარ იმიტომ, რომ სამი ულამაზესი შვილი მაჩუქე, გმირი ხარ, რომ მეოთხე შვილს ველოდებით უკვე დღე დღეზე, ეს არის მიზეზი, რის გამოც დღეს თიკა აქ არ არის, გმირი ხარ იმიტომ, რომ 10 წელია მიძლებ. სპორტსმენის ცოლობა ნამდვილად არ არის იოლი, რთულია, გმირი ხარ იმიტომ, რომ ამ ყველაფერს შენ გაგებით ეკიდები, რომ წელიწადში რამდენიმე თვე მიწევს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ყოფნა და თვეობით ვერ გხედავ. განსაკუთრებით დღევანდელ სიტუაციაში, როცა უფრო შენ გჭირდება ჩემი მანდ ყოფნა, შენ ამას გაგებით მოეკიდე და ხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი ეროვნულ ნაკრებში ყოფნა. გმირი ხარ იმიტომ, რომ ყველაფერს აკეთებ იმისთვის, ხელს მიწყობ, რომ გავაკეთო ის, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს ოჯახის შემდეგ - ვითამაშო კალათბურთი და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მენატრებით სამივე, თითქმის ოთხივე, ძალიან მიყვარხართ", - განაცხადა ფაჩულიამ. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე