გმირი - თემურ ბერიძე - "პატრიარქი რომ შევიდა მიცვალებულების გამოსაყვან­ად, მაშინ გადმ­ოასვენეს"...

13:32 08-07-2017
732

შინდისში, მტრის ალ­ყაში მოქცეულს, სი­ცოცხლე სნაიპერმა მოუსწრაფა. სწორედ იქ, სადაც გმირმა ზოიძემ და მისმა ნათლიამ აიფეთქეს თავი, რომ ტყვეობაში არ ჩავარდნილიყვნენ. შინდ­ისი, შინდისფრად იმ დღეს, გმირების სისხლით შეიღ­ება. თემურ ბერიძე, დაჭრ­ილი ებრძოდა მტერს, სანამ სამიზნე არ დაადეს.

1974 წლის 17 მაისს დაიბადა ხუ­ლოს რაიონში, 2008 წლის 11 აგვისტოს კი შინდისში და­ეცა.

 ფუტკარაძე მანანა (მეუღ­ლე):

„ბოლოს 11 აგვისტოს დაგვ­ირეკა. მითხრა სამშვიდობოზე ვარ გამოსულიო, თუმცა ისიც მითხრა, მამაჩემს და ბავშვებს მიხედეო... თურმე ალყაში იყო, შინდისში, ზოიძემ და მისმა ნა­თლიამ, რომ აიფეთქეს თავი იმ ტერიტორიაზე. საათნახევარი ყოფილან ალყაში... მერე მითხ­რეს, როცა ბოლოს დაგირეკა და გითხრა სამშვიდობოს ვარო, მძიმედ დაჭრილი ყოფილა და კვდებოდაო... რკინიგზასთან ახლოს დაღუპულა. მეუღლეს საუბარი უჭირს, დღესაც ცრემლები ახრჩობს, როცა იხსენებს:

„ერთმანეთი კახეთში გავიცანით, სოფელ ფიროსმანში. სტუმრად ვიყავი ჩემს ძმასთან ჩასული და გა­ცნობიდან 25 დღეში მომიტა­ცა. რომ გავიცანი თავიდანვე მომეწონა, შევქმენით ოჯახი. ძალიან ბედნიერები ვიყავით... წლისთავზე შეგვეძინა ვაჟი, მაგრამ წლინახევრის რომ იყო, ბავშვს წნევამ დაარტყა და მე­ტყველება წაართვა. იქიდან მო­ყოლებული მისი ფიქრი და სა­მომავლო გეგმები ბავშვის მკ­ურნალობა იყო, ყველაფერს აკ­ეთებდა იმისთვის, რომ ბავშვი­სთვის გვემკურნალა. გეგმები ბევრი ჰქონდა, მაგრამ აღარ დასცალდა უბედურს...

ბიჭის მერე გოგო შეგვეძინა. ძალიან მოსიყვარულე მამა იყო, ჩემზე მეტად გამოხატავდა შვილებ­თან სიყვარულს და ხანდახან მგონია, რომ ჩემზე მეტად შვ­ილები უყვარდა... ძალიან უყვა­რდა სიურპრიზების კეთება და ამით ყოველთვის გვანებივრე­ბდა, მეც და ბავშვებსაც. კონტრაქტზე შესვლა 2006 წელს გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება კი, თავად მიიღო. არც ვინმე ახლობელი გვყავდა, რომ ვინმეს შეეგულიანებინა და არც ნაცნობი, რომ ხელი შეეწყო.

ერთ დღესაც ადგა, საბუთები შეაგროვა და განაცხადი შეიტანა. გაუმართლა და მიიღეს. მაშინვე სენაკში გადაანაწილეს. მეორე ქვეით ბრიგადაში იყო. წოდებით კაპრალი. მისი სამომავლო გეგმებიც ჯარს უკავშირდებოდა. მართალ­ია ბოლო პერიოდში ცოტა გადა­ღლილი იყო, მაგრამ სულ იმას ამბობდა, ამ კონტრაქტს, რომ დავამთავრებ კიდევ უნდა გავა­გრძელოო, მაგრამ ისიც ვერ და­ამთავრა და დაგვტოვა მარტო...

სანამ ომი დაიწყებოდა ქობუ­ლეთში ვისვენებდით. სენაკიდან ჩამოდიოდა ხოლმე ჩვენთან ხშ­ირად იყო. ბოლოსაც ქობულე­თიდან 7 აგვისტოს გავაცილე. სახლიდან, რომ გადიოდა, ორ­ ჯერ შემოტრიალდა. ბავშვები ჩაკოცნა და მეც გამომემშვი­დობა. ორ დღეში დავბრუნდები, შვებულებას ავიღებ და კახეთში წავიდეთო, მაგრამ ომი დაიწყო და...

იმის მერე თვალით აღარ მინახავს... ბოლო პერიოდში ძალიან ჩა­ფიქრებული იყო, რომ ვეკითხ­ებოდი რატომ ხარ ასე-მეთქი არ­აფერიაო, მპასუხობდა. არაფერს ამბობდა... მეც საერთოდ არაფ­ერს მიგრძნობდა გული, ცუდზ­ეც არ ვფიქ­რობდი, სანამ ომი დაიწყე­ბოდა, მაგრ­ამ ომი რომ დაიწყო, მერე ძალიან შემე­შინდა და რაღაც საშიშროება ვი­გრძენი. ტელეფონით 8 აგვისტოს ვე­ლაპარაკე და 9 აგვისტოს ვერა­ფრით ვერ ვუკავშირდებოდით, დაკარგული იყო. ამ დროს ცხინ­ვალში ყოფილა. 10-ში საღამოს დაგვირეკა, დაგვამშვიდა. უკან­ასკნელად კი 11-ში ველაპარაკე,

„სამშვიდობოს ვარო“- თურმე მტრის ალყაში ყოფილა. გიჟივით დავიწყე დარეკვა იმ სატელეფონო საუბრის შემდეგ და ვეღარ ვუკავშირდებოდი, გუ­ლი ძალიან ცუდს მიგრძნობდა. რამდენიმე დღე გაურკვევლობა­ში და მოლოდინში ვიყავი ან ახ­ლა დარეკავს ან ახლა-მეთქი, მა­გრამ უკვე ცოცხალი აღარ იყო...

16 აგვისტოს გავიგეთ, რომ და­იღუპა. პატრიარქი რომ შევიდა მიცვალებულების გამოსაყვან­ად, ჩემი მეუღლეც მაშინ გადმ­ოასვენეს. მალევე ამოიცნეს და პირდაპირ კახეთში ჩამოასვენეს. არ არსებობს ღამე, რომ სიზმ­არში არ ვნახო... ცხოვრება გრძელდება და მე ჩემს შვილებს ვჭირდები, მათ უნდა მივხედო და ბიჭს ვუმკურ­ნალო, რომ ჯანსაღი და სრულ­ფასოვანი ვაჟკაცი გაიზარდოს.

თემური გმირია. გმირი იქნება თავის შვილებისთვის და პირველ რიგში ქვეყნისთვის.

ის წავიდა, მაგრამ დატოვა სახელი, რომე­ლსაც კიდევ დიდი ხანი არ დაივ­იწყებს ხალხი. თემური რომ გარდაიცვალა, ჩვენი პატარა გოგონა 5 წლის იყო... ბედნიერი არა ვარ, მაგრამ ამაყი ვარ, რომ გმ­ირ­ ის მეუღლე მქ­ვია და გმირ­ის შვილებს ვზრდი.“ 

წყარო: გაზეთი "პრაიმტაიმი" N46(87) - ის არქივიდან 2010 წ.

ავტორი: რუსა ღვანიძე