დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

იტალიურმა გამომცემლობამ ‘’Leonida Edicioni’’ წიგნი-‘’დათო მაღრაძე, თავისუფლების პოეტი” წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე წარადგინა

18:38 08-03-2017
17

იტალიის ქალაქ კალაბრიაში წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, გამომცემლობა ‘’Leonida Edicioni-მ’’ წარადგინა ახალი წიგნი სათაურით - ‘’დათო მაღრაძე, თავისუფლების პოეტი”.

წიგნში შესულია ქართველი პოეტის შემოქმედებითი ბიოგრაფია, ასევე მოიცავს ვრცელ ინტერვიუს დავით მაღრაძესთან. ქართველი პოეტისთვის ეს საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული პირველი აღიარება არ არის. ქალაქ კალაბრიაში დავით მაღრაძის შემოქმედება დაჯილდოვებულია პრემიით- „ანასილაოსი“ და პრემიით - „ზინგარი“; რომში კი დავით მაღრაძეს ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა, რომელიც “პოეტური გამოცემული კრებულის“ კატეგორიაში იყო დაწესებული. იგი ასევე ლაურეატია „დონ ლუიჯი დილიეგროს“ საერთაშორისო პრემიისა. პოეტს რომში თანამედროვე ხელოვნების აკადემიამ, წიგნისთვის „ექო“, დიდი იტალიელი პოეტის, „ჯაკომო ლეოპარდის პირველი პრემია“ - ოქროს მედალი გადასცა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე