დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ექსპერტი ვარაუდობს, რომ შესაძლოა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე საუბარი განახლდეს

17:11 08-02-2017
66

ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტის შემდეგ საქართველო-ამერიკის ეკონომიკურ ურთიერთობები მნიშვნელოვან ცვლილებებს ელოდება.

ამის შესახებ კალანდაძემ "პრაიმტაიმს" განუცხადა და აღნიშნა, რომ როგორც დემოკრატიზაციის, ისე ქვეყანაში დაგეგმილი და მიმდინარე პროცესების შეფასებისას პენსი ძალიან გულუხვი იყო.

"უპრეცენდენტო შეფასება მისცა პრაქტიკულად კვირიკაშვილის მთავრობის პერიოდს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იმ თვალსაზრისით, რომ აშშ ერთის მხრივ იწონებს იმ პოლიტიკას, რაც ქვეყანაში დაგეგმილია და მიმდინარეობსსაქართველოში და აფიქსირებს თავის მხარდაჭერას უახლოეს წლებში ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ. არა მხოლოდ უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით, ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი თავად ახალი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, პრაქტიკულად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს არის ახალი ეტაპი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, ისევე, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მედიაც ხაზს უსვამს, რომ ეს არის ახალი ურთიერთობების დასაწყისი. ამ ურთიერთობებს ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია ქართული საზოგადოებისთვის, მხედველობაში მაქვს ინვესტორების და საერთაშორისო ინსტიტუტების ჩართულობა, თუ ქართული მხარე ეკონომიკურად სწორ აქცენტებს გააგრძელებს, ამავდროულად ის პოლიტიკური კურსი, რაც არჩეული აქვს, შეუქცევადი იქნება, უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ, რომ ქართულ-ამერიკული ეკონომიკური ურთიერთობები სრულიად სხვა ჭრილში გადავა. არ გამოვრიცხავ, რომ სწორი აქცენტების შემთხვევაში, კვლავ განახლდეს მივიწყებული თემა, რაც აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას გულისხმობს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ძალიან ბევრი მუშაობა სჭირდება", - აღნიშნა ექსპერტმა. 

მაიკ პენსი, მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, ორდღიანი ვიზიტით 31 ივლისს ეწვია.

 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე