დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ქართული მხარე ამერიკულ კომპანიასთან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს

13:27 08-01-2017
22

ქართული მხარე ამერიკულ კომპანიასთან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. ცერემონიას მთავრობის ადმინისტრაციაში  პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. 

დოკუმენტი კომპანიისგან საქართველოში ინვესტიციის განხორციელებასა და სამომავლო ორმხრივ თანამშრომლობას მოიცავს. 

პრემიერი ასევე მსხვილი ამერიკული კომპანიის „ეს- ეს-ეი, მარინის“ ვიცე-პრეზიდენტთან და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებთან შეხვედრასაც გამართავს. 

ავტორი: სალომე ჩადუნელი