დღის თემა

რა უნდა ვიცოდეთ აზიური ფაროსანას შესახებ და როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნებელს? - ყველა ინფორმაცია ერთ პოსტში

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

"უნდა დაესვას წერტილი სამშენებლო ობიექტებზე თანამედროვე სტანდარტების მიღმა არსებულ მდგომარეობას"

18:13 07-27-2017
84

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე მშენებარე ობიექტზე მშენებლის გარდაცვალებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი სამშენებლო ობიექტებზე თანამედროვე სტანდარტების მიღმა არსებულ მდგომარეობას.

ამის შესახებ კალაძემ მიმართვა "ფეისბუქის" გვერდზე გაავრცელა. 

„სამწუხაროდ, გუშინ სამშენებლო ობიექტებზე ორი ადამიანი დაიღუპა -კოკა მიქიაშვილი და ნუკრი სალია. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებსა და ნათესავებს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი სამშენებლო ობიექტებზე თანამედროვე სტანდარტების მიღმა არსებულ მდგომარეობას. უნდა ვიზრუნოთ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე. აუცილებლად უნდა დაინერგოს მშენებლობის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტები და რეგულაციები. ამ საკითხში ჩვენ ვიქნებით კატეგორიულები, ძალიან პრინციპულები, რათა ეს ყველაფერი მოვიყვანოთ აღსრულებაში, რაც პირდაპირ კავშირშია მშენებლობებზე მომუშავე ადამიანების უსაფრთხოებასთან, მათ ჯანმრთელობასთან. დასაქმებულთა უსაფრთხოება, მათი სიცოცხლის დაცვა უნდა იყოს ნებისმიერი ბიზნესის ამოსავალი წერტილი და უპირველესი ინტერესი“, – აცხადებს კალაძე.



ავტორი: ლილუ მიროტაძე