ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ხალხის ძალა

პოლიტიკა 1714025537

როგორც შარშან გავხადეთ იძულებული, მოეცათ კანდიდატის სტატუსი, წელს თუ არა, გაისად ზუსტად ასევე მოუწევთ გაგვიხსნან მოლაპარაკებებიც, რასაც დიდი ფასი ისედაც არ აქვს - „ხალხის ძალა“

როგორც შარშან გავხადეთ ისინი იძულებული, მოეცათ კანდიდატის სტატუსი, წელს თუ არა გაისად ზუსტად ასევე მოუწევთ გაგვიხსნან მოლაპარაკებებიც, რასაც დიდი ფასი ისედაც არა აქვს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს 2024 წელს გაგიხსნიან მოლაპარაკებებს და 2030 წელს გახდები ევროკავშირის წევრი თუ 2025 წელს გაგიხსნიან და წევრი ისევ 2030 წელს გახდები, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარტია „ხალხის ძალა" ავრცელებს.„სანიმუშო ცივილიზებულ პოლიტიკურ სივრცედ ჩამოყალიბებამდე, ევროპამ ურთულესი ისტორია განვლო. მონათმფლობელობა ფეოდალიზმმა შეცვალა, ფეოდალიზმი კი, სისხლიანი რევოლუციებით, ბურჟუაზიის მმართველობამ. არანაკლებ სისხლიანი იყო პროლეტარიატის დაპირისპირება ბურჟუაზიასთან. მანამდე იყო გლადიატორების სისხლიანი ბრძოლები, ინკვიზიცია და ინდულგენციები, ადამიანების ცოცხლად კოცონზე დაწვა და უამრავი მანკიერება, რომელიც ისტორიის მრავალ ეტაპზე, ევროპის ქრისტიანულ ბუნებას ფორმალობად აქცევდა. სისხლიანი ომები ევროპულ იმპერიებსა და ქვეყნებს შორის მეოცე საუკუნის 40-იანი წლების ჩათვლით გაგრძელდა. მართალია, სამართლებრივი სახელმწიფოს და ადამიანის უფლებების იდეა ევროპაში XVIII საუკუნის ბოლოს ჩაისახა, მაგრამ XX საუკუნის მეორე ნახევრამდე ევროპაში ფეხის მოკიდება მას ძალზე უჭირდა. ევროპას უკავშირდება უახლესი მსოფლიო ისტორიის ყველაზე სისხლიანი მოვლენები - პირველი და მეორე მსოფლიო ომები, ფაშიზმი, ნაციზმი, ჰოლოკოსტი და საკონცენტრაციო ბანაკები. კონტინენტის პოლიტიკური ისტორია ძალიან მოკლედ რომ შევაჯამოთ, რომის იმპერიის ეპოქიდან 1945 წლამდე, ევროპა დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ადამიანის უფლებების ნიმუშის როლს არასოდეს ასრულებდა.ამ ყველაფრით მხოლოდ იმის თქმა გვინდა, რომ ევროპას, როგორც ცარიელ გეოგრაფიულ სივრცეს არავითარი ფასი აქვს. ევროპა, როგორც პოლიტიკური სივრცე, ჩვენთვის ძვირფასი და სანიმუშო მხოლოდ იმ სახით შეიძლება იყოს, როგორადაც ის რამდენიმე ათეული წლის წინ ჩამოყალიბდა. ისტორიულადაც, მთავარი მიზეზი, რატომაც ჩვენი წინაპარი ევროპისკენ იყურებოდა, ქრისტიანობა იყო. ქართველებისთვის ევროპა იყო ძვირფასი როგორც ერთმორწმუნე ქრისტიანული სივრცე, რომელთანაც საქართველოს საერთო რელიგია და ქრისტიანული კულტურა აკავშირებდა.ევროპის როგორც ცივილიზებული პოლიტიკური სივრცის ოქროს ხანა 1949-2008 წლები იყო. 60 წლის განმავლობაში, ევროპა ინარჩუნებდა სუვერენიტეტს და ევროპელები, შესაბამისად, მყარად ინარჩუნებდნენ პოლიტიკურ, კულტურულ, ეთნიკურ, რელიგიურ და სექსუალურ იდენტობას. სწორედ ამ პერიოდში იქცა დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა ევროპული მმართველობის მთავარ პრინციპებად. ამავე პერიოდში, 60-წლიანი უწყვეტი მშვიდობის წყალობით, თანმიმდევრულად იზრდებოდა ევროპის ეკონომიკაც. მხოლოდ 2002-08 წლებში, ევროკავშირის ეკონომიკა 7,4 ტრილიონი დოლარიდან 16,3 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა.თუმცა, 2008 წელს ევროკავშირი სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგა. ბოლო 16 წელია, ევროკავშირის ეკონომიკამ სრული სტაგნაცია განიცადა და 16,3 ტრილიონიდან მხოლოდ 17,3 ტრილიონს მიაღწია. შედარებისთვის, იმავე პერიოდში ამერიკის ეკონომიკა, რომელიც 2008 წელს ევროკავშირისას ჩამორჩებოდა და მხოლოდ 14,8 ტრილიონ დოლარს შეადგენდა, 28 ტრილიონამდე გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო 16 წელიწადში ევროკავშირი ამერიკას 12 ტრილიონი დოლარით ჩამორჩა. იგივე ეხება ცალკეული ევროპული ქვეყნების ჩამორჩენასაც, რომლებიც ტრადიციულ ინდუსტრიებს სწრაფი ტემპით კარგავენ.ამისათვის გლობალურ ომის პარტიას „სულ რაღაც“ სამი ევროპული ომი და ევროკავშირში ტოტალური აგენტოკრატიის ჩამოყალიბება დაჭირდა. დღეს ევროპაში ერთი ხელით იმართება ბიუროკრატიისა და მედიის უდიდესი ნაწილი, რაც ევროკავშირს ომებზე ადეკვატური, საკუთარი ინტერესების შესაბამისი რეაგირების არავითარ შესაძლებლობას არ უტოვებს.აგენტოკრატიისა და მედიის ტოტალური კონტროლის პირობებში, გლობალური ომის პარტია ევროპელებს კულტურულ, ეთნიკურ, რელიგიურ და სექსუალურ იდენტობასაც იოლად აკარგვინებს. ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, 18-25 წლის ახალგაზრდებში ლგბტ პირების რაოდენობა უკვე 20 პროცენტს შეადგენს, საიდანაც ნახევარზე მეტი თავს ბისექსუალად აცხადებს. ეს იმის უტყუარი დასტურია, რომ მათი „ელგებეტეობის“ მთავარი მიზეზი არა შესაბამისი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, არამედ მორალისგან და რელიგიური დოგმებისგან მათი სრული სტერილიზაციაა. ტოტალურმა მიგრაციამ, რომელიც ასევე გარედანაა მართული, ევროპას კულტურული, ეთნიკური და რელიგიური იდენტობის ეგზისტენციალური პრობლემა შეუქმნა. ევროპის დიდი ქალაქების უდიდეს უმრავლესობაში უკვე არაქრისტიანი და არაადგილობრივი მოსახლეობა ჭარბობს. პროცესები ასე თუ გაგრძელდა, ევროპა ძალიან მარტივად დაკარგავს იმას, რაც გასული რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში უწყვეტი მშვიდობის წყალობით დააგროვა.ჩვენი და ქართველი ხალხის სურვილია, გავხდეთ ისეთი ევროპული ოჯახის წევრი, როგორიც ის 1949-2008 წლებში იყო. ჩვენ გვინდა არა მიშელის, მაკრონისა და შოლცის, არამედ რობერტ შუმანის, კონრად ადენაუერის, შარლ დე გოლის, ფრანსუა მიტერანისა და ჰელმუტ კოლის ევროპა. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელსაც მართავენ ნამდვილი პოლიტიკური ლიდერები. ჩვენ არ გვინდა ევროპა ევროპელების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობისა და ქრისტიანების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, ხოლო სქესობრივ ცხოვრებას არავითარი მორალური ზღვარი არა აქვს. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელმაც იცის საკუთარი სუვერენიტეტისა და იდენტობის, დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი. ჩვენ გვინდა ევროპა იმ ფასეულობებით, რომლებსაც ილია და ვაჟა ევროპულ ცივილიზაციაში გამოარჩევდნენ და შენატროდნენ.უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში, მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, საქართველო ინარჩუნებს სუვერენიტეტს და მყარად იცავს ჩვენი მოსახლეობის კულტურულ, ეთნიკურ, რელიგიურ და სექსუალურ იდენტობას. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ საქართველოს გამოცდილება ევროპას სასიცოცხლოდ ესაჭიროება. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენი მომავალი პოლიტიკური ოჯახის წევრებს, თავი დააღწიონ აგენტოკრატიას და ევროპას შეუნარჩუნონ ის ტრადიციული ღირებულებები, რომელსაც ევროკავშირი შექმნის დღიდან დაეფუძნა.ევროპის კრიზისი საქართველოს მიმართ უკიდურესად არაევროპულ დამოკიდებულებაზეც აისახება. საქართველოსგან ითხოვენ ცესკოს და სასამართლოს დესტაბილიზაციას, აფინანსებენ ლგბტ-პროპაგანდას და მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმას. ე.წ. დახმარება, ძირითადად, გლობალური ომის პარტიის აგენტურის დაფინანსებას ხმარდება. ღია მხარდაჭერას უცხადებენ ადამიანებს, რომლებმაც 2004-12 წლებში დემოკრატია და ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გათელეს, ციხეები გადაავსეს, პატიმრები აწამეს, ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს, არჩევნები აყალბეს, ბიზნესი აყაჩაღეს და ტელევიზიები მიიტაცეს. დღეს კეზერაშვილი ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილდება და ერთი ხელით ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, ხოლო მეორე ხელით „ენჯეოების“ გამჭვირვალობის საწინააღმდეგო აქციებს აფინანსებს.ყველას გახსოვთ, როგორ გაგვიყალბეს 2020 წელს ე.წ. პივიტი და როგორ ცდილობდნენ 19 აპრილის ანტიკონსტიტუციური შეთანხმებით ხელის გადაგრეხვას, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ეიძულებინათ. ყველას გახსოვთ, როგორ გვეუბნებოდნენ 2021 წლის არჩევნებამდე ორიოდე დღით ადრე უარს 75 მილიონი ევროს სესხის გაცემაზე იმის გამო, რომ სასამართლოს დესტაბილიზაციაზე ვთქვით უარი. ამის ერთადერთი მიზანიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შედეგზე ზემოქმედება და რიგგარეშე არჩევნების მიღწევა იყო. ისიც ყველას გახსოვთ, როგორ გვითხრეს 2022 წელს სრულიად უმიზეზოდ უარი კანდიდატის სტატუსზე, რის საფუძველზეც რევოლუციის მოწყობა სცადეს. ყველას გახსოვთ, როგორ ითხოვდნენ სააკაშვილის გათავისუფლებას, რადგან რევოლუციური მუხტი ყველაზე მეტად მის პერსონაში ეგულებოდათ. თუმცა, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც არაფერია იმასთან შედარებით, როგორი უტიფრობითაც დღეს გამჭვირვალობის შესახებ კანონზე საუბრობენ. უკიდურესად არაევროპულია, როდესაც კანონის არმიღებას ითხოვ და იმითაც კი არ იწუხებ თავს, რომ ამ კანონის სიცუდის შესახებ თუნდაც ერთი არგუმენტი მოიტანო.ჩვენ პირველად ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გამოვთქვით ჩვენი პროგნოზი იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებამდე ორიოდე დღით ადრე ან არჩევნებიდან ორიოდე დღეში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე გვეტყვიან უარს, რომ ან არჩევნების შედეგებზე მოახდინონ კოლექტიური ნაცმოძრაობის სასარგებლო გავლენა ან არჩევნების შემდეგ რევოლუციის მოწყობა სცადონ.თუმცა, როგორც 2022 წელს დავპირდით ქართულ საზოგადოებას, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, ზუსტად იგივე პირობა შეგვიძლია მივცეთ ხალხს მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებითაც. როგორც შარშან გავხადეთ ისინი იძულებული, მოეცათ კანდიდატის სტატუსი, წელს თუ არა გაისად ზუსტად ასევე მოუწევთ გაგვიხსნან მოლაპარაკებებიც, რასაც დიდი ფასი ისედაც არა აქვს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს 2024 წელს გაგიხსნიან მოლაპარაკებებს და 2030 წელს გახდები ევროკავშირის წევრი თუ 2025 წელს გაგიხსნიან და წევრი ისევ 2030 წელს გახდები.საქართველოს ჭირდება ევროპა, რომელიც ჩვენთვის მრავალი თვალსაზრისით მისაბაძი მაგალითია. მიუხედავად 16-წლიანი სტაგნაციისა, ევროპას ეკონომიკური ხიბლი კვლავაც არ დაუკარგავს. 60-წლიანი უწყვეტი მშვიდობის პირობებში, ევროპამ განავითარა უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურა, რომელიც დღესაც აღგვაფრთოვანებს. დასავლეთ ევროპის ქვეყნები ეკონომიკის განვითარების დონით ჯერ კიდევ რამდენჯერმე უსწრებენ ჩვენს ქვეყანას. საკმარისია, ევროპამ აგენტოკრატია და უკრაინის ომთან დაკავშირებული კრიზისი დაძლიოს და მის ხელახალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ აღმასვლას ვერაფერი დაუდგება წინ. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ დღეს ევროპას არანაკლებ ჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროპა. ჩვენი გამოცდილებით ჩვენ შეგვიძლია ევროპას აგენტოკრატიისგან თავის დაღწევაში დავეხმაროთ, რაც ძველი, ტრადიციული, დემოკრატიასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული, მყარი იდენტობის მქონე ევროპის დაბრუნების აუცილებელი პირობაა. დარწმუნებული ვართ, სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში საქართველო გახდება პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული აღმასვლის გზაზე ხელახლა შემდგარი ევროკავშირის წევრი, რაც თითოეული ჩვენგანი უდიდესი ოცნებაა“, - წერია განცხადებაში.

ნათლობა

საზოგადოება 1714025392

არ დაუშვათ ტრაგიკული შეცდომა - ვინ და რატომ არ უნდა მონათლოს ბავშვები

ბავშვის ნათლობა მნიშვნელოვანი და ძალიან საპასუხისმგებლო ნაბიჯია. ბავშვის ნათლია, როგორც წესი, ოჯახის ნათესავი ან ახლო მეგობარია, რომელიც ჰპირდება შვილს მხარდაჭერას და გაზრდას, თუ მშობლებს რამე დაემართება. თუმცა, ეს მშვენიერი ზიარება შეიძლება საბედისწერო შეცდომად იქცეს.რატომ არ შეიძლება გაუთხოვარმა ქალმა პირველი მონათლოს გოგონა?მიზეზი, რის გამოც გოგონას პირველი შვილი ვერ მოინათლება, არის ის, რომ ამ შემთხვევაში ქალი რისკავს მარტო დარჩენას. ითვლება, რომ პატარა გოგონა მთელ ბედნიერებას წაართმევს და შესაძლოა გოგონას ბედიც კი წაიღოს. ნათლიად იდეალური ვარიანტი იქნება ბედნიერი გათხოვილი ქალი.თუმცა, ეს არ არის ერთადერთი გამონაკლისი.ნახეთ, ვინ არ უნდა მონათლოს გოგონა:არაქრისტიანები;ეკლესიის მსახურები;მიმღები მშობლები, მამინაცვალი და დედინაცვალი.თუ კარგად გავითვალისწინებთ მიზეზს, რის გამოც ქალს არ შეუძლია პირველი გოგონას მონათვლა, მივალთ დასკვნამდე, რომ ეს აკრძალვა არ ეხება მამაკაცებს.ვინ არ შეიძლება იყოს ბიჭის ნათლია?მამრობითი სქესის შვილის ნათლობაზე ნაკლები შეზღუდვებია. მაგრამ ამ შემთხვევაშიც არის სია, ვინც არ შეიძლება ნათლიად იქნას მიღებული:შენი მშობლები;მათი ბავშვები;მეუღლე;ძმა ან და.ეს აკრძალვები არსებობს პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და ამ ნათესავებთან ურთიერთობაში ჰარმონიის შესანარჩუნებლად.თუ ამდენი აკრძალვაა, მაშინ ვინ შეიძლება იყოს ბიჭის ნათლია? ბიჭის ნათლია შეიძლება იყოს მისი ოჯახის წევრი, ოჯახის ახლო მეგობარი ან ვინმე, რომელსაც მშობლები ამ როლისთვის შესაფერისად მიიჩნევენ.ვინაიდან მეგობრებისა და ნათესავების წრე საკმაოდ შეზღუდულია, ბევრს აინტერესებს შესაძლებელია თუ არა 2-ჯერ იყო ნათლია. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ცრურწმენა, რომ განმეორებით რიტუალს შეუძლია პირველი ნათლულისგან „ჯვრის ამოღება“, ამას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. იმდენი ნათლული გყავს, რამდენიც გინდა.

ჯეიკ სალივანი

ომი უკრაინაში 1714024320

ჯეიკ სალივანი „ატაკამსის“ ტიპის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემას ადასტურებს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ადასტურებს აშშ-ის მიერ „ატაკამსის“ ტიპის რაკეტების უკრაინისთვის საიდუმლოდ გადაცემას. ამის შესახებ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.„შემიძლია, დაგიდასტუროთ, როგორც უკვე სხვებისგან გსმენიათ, რომ თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, უკრაინისთვის გარკვეული რაოდენობის „ატაკამსის“ ტიპის რაკეტები მიგვეწოდებინა მათსავე სუვერენულ ტერიტორიაზე გამოსაყენებლად. რაკეტების გადაცემა დაიწყო მარტში და სამხედრო დახმარების პაკეტში შედიოდა. „ატაკამსები“ უკრაინაში უკვე ჩავიდა“, – განაცხადა სალივანმაშეგახსენებთ, მანამდე „როიტერმა“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა უკრაინას „ატაკამსის“ ტიპის რაკეტები საიდუმლოდ გადასცა. რაკეტები 12 მარტს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ დამტკიცებულ 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტში შედიოდა. უკრაინამ კი რაკეტები ბრძოლის ველზე 17 აპრილს, ოკუპირებულ ყირიმზე თავდასხმისას გამოიყენა.

giorgi kipshidze

საზოგადოება 1714024168

„მინდა შევცვალო რაღაცები, იმათ ჯინაზე, ვისაც არ სჯერა ჩემი“ - გიორგი ყიფშიძე

მსახიობი, გიორგი ყიფშიძე "ნიკოლოზის რუბრიკაში" გულახდილად საუბრობს."მინდა რომ რადიკალურად შევცვალო რაღაცები, იმათ ჯინაზე, ვისაც არ სჯერა ჩემი. ბავშვობაში სულ სხვანაირი ვიყავი, მორიდებული, გაკვეთილის მოსაყოლად არ გავდიოდი, მსახიობობაზე არც მიფიქრია",- ამბობს გიორგი ყიფშიძე. 

ზუკა ხუციშვილი

ტაბლოიდი 1714024140

“დიდი სურვილი მაქვს რომ მშობიარობაზე მის გვერდით ვიყო…” - ზუკა ხუციშვილი

 ზუკა ხუციშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ მეუღლის ფეხმძიმობის და შვილის მოლოდინის შესახებ საუბრობს.ფეხმძიმე მეუღლეს განსაკუთრებული სურვილები აქვს, პრეტენზიული თუ გახდა?ზუკა ხუციშვილი:არა, პრეტენზიული ნამდვილად არასდროს ყოფილა და არც ახლაა. ყურადღება კი ყოველთვის საჭიროა, მანამდეც და ახლაც. ამ მხრივ, დიდად არაფერი შეცვლილა. ურთიერთობაში ყოფნის დროს, ადამიანს, ორსულად არის თუ არა ის, მე ვფიქრობ, ყურადღება არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოაკლო. ჩვენ სულ ვცდილობთ, ახლაც და აქამდეც, თუ რამე დასჭირდა, ყველაფერი ჰქონდეს. ახლა, რა თქმა უნდა, არის დღეები, როცა შედარებით რთულია, თავს ისე კარგად ვერ გრძნობს, როგორც უნდა, რომ იყოს და ყველანაირად ვცდილობ, რამდენადაც შესაძლებელია, ეს მდგომარეობა შევუმსუბუქო, რომ დისკომფორტი არ შეექმნას. რამის მოტანა იქნება, დახმარება თუ, უბრალოდ, მის გვერდით ყოფნა და ყურადღების გამოჩენა, ამას არ აქვს მნიშვნელობა – რაც სჭირდება კონკრეტულ მომენტში, იმას ვაკეთებ. ვფიქრობ, რომ ოჯახში სიყვარულისა და ერთმანეთზე ზრუნვის გარდა არც არაფერი უნდა იყოს.ზამთარში რომ საზამთროს და ალუჩას ითხოვენ, ასეთი სურვილებიც არის?უცნაურია, მაგრამ პირიქით, ნაკლებად ჭამს. თუმცა, რაღაცების მიღება არ შეიძლება და ზუსტად ის ენატრება, რისი ჭამაც ეკრძალება. საერთოდ, როგორც წესი, რასაც გიკრძალავენ ის გინდება (იცინის). თუმცა, ისეთი განსაკუთრებული, რაც არ იშოვება, არ მონდომებია. პირიქით, მე ვაძალებ ხოლმე, რომ რამე ჭამოს ან დალიოს.მშობიარობაზე დასწრებას ხომ არ აპირებთ?მეც დიდი სურვილი მაქვს და ჩემს მეუღლესაც, რომ მშობიარობაზე მის გვერდით ვიყო. ეს რთული მომენტია და ამ დროს მამა გარეთ როგორ უნდა იყოს, არ ვიცი, მაგრამ ინდივიდუალურია, ვისაც სურვილი აქვს და შეუძლია, მეუღლის გვერდით უნდა იყოს. მე დიდი სურვილი მაქვს. ძალიან სანერვიულოა, მაგრამ როცა იცი, რის გამოც აკეთებ ამას, შემართებაც გემატება. ქალს ემოციურადაც და ფიზიკურადაც უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს და ჩემგან რომ მხოლოდ ამას მოითხოვენ, რა თქმა უნდა, იქ ვიქნები. მთავარი ქალის ფიზიკური და ემოციური კარგად ყოფნაა. ამიტომ, მეც იქ ვიქნები, რომ ყველანაირად მხარი დავუჭირო.