მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

უმრავლესობის დეპუტატი მიხეილ სააკაშვილს დესტაბილიზაციის სიმბოლოს უწოდებს

12:09 07-12-2017
85

დეპუტატი რატი იონათამიშვილი რუსთავის 2-ის ეთერში გუშინ გასულ გადაცემა “არჩევანს“ ეხმაურება, სადაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პირდაპირი ჩართვა ჰქონდა.

“გუშინდელ ეთერს პირდაპირ შეგვიძლია დავარქვათ “გავიხსენოთ სააკაშვილი“. კაცი, რომელმაც საქართველოს საერთაშორისო დონეზე შეულახა ავტორიტეტი და გახდა დესტაბილიზაციის, ადამიანის უფლებების მასიური დარღვევის, მედიაზე ტერორის და კერძო საკუთრების ღამ-ღამობით ჩუქების სიმბოლო - გუშინ მაღალ ღირებულებებზე გვესაუბრებოდა. მისგან განსხვავებით გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს და საკუთარ ხალხს ღირსეულად წარმოადგენს და მთელს მსოფლიოში პატივისცემით სარგებლობს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.