ვიდეოები

1711608990

VIDEO: „ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია რომ იცოდეთ“ – აცეკვებული ბუდუ ზივზივაძე და კადრები წვეულებიდან

საბერძნეთთან გამართული მატჩისა და ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე იზეიმეს, შემდეგ კი წვეულებაზე.წვეულებაზე გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მომღერალი და კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი – კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავენ ფეხბურთელები ლელა წურწუმიას ჰიტზე – „ღამის სიჩუმე გაფანტე“, აღსანიშნავია, რომ სიმღერის ავტორი სწორედ მაია კაჭკაჭიშვილია:„ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია, რომ იცოდეთ“, – წერს კომპოზიტორი.

მაია კაჭკაჭიშვილი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ემა სტოუნი

მსოფლიო 1711650593

ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ - ნახე ტრეილერი

როგორც ჩანს, წელს ემა სტოუნი შესვენებას არ აპირებს. ოსკარის დაჯილდოებიდან სულ ცოტა ხანია გასული, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ემა რეჟისორ იორგოს ლანთიმოსის ახალ ფილმ Kinds of Kindness-ში ითამაშებს. ფილმის ტრეილერი ახლახან გავრცელდა.ეს ლანთიმოსის კიდევ ერთი ფილმია, რომელშიც ემა სტოუნი მიიღებს მონაწილეობას. მანამდე მსახიობი ოსკაროსან ფილმ Poor Things-ში, 2018 წელს კი The Favourite-ის მთავარ როლშიც ვნახეთ. Poor Things-ში შესრულებული მთავარი როლისთვის ემამ საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო მოიპოვა.ფილმში ემა სტოუნთან ერთად, ჩამოთვლილი ორი ფილმის სხვა მსახიობებსაც ვნახავთ, მათ შორის, მარგარეტ ქუალის, ჯო ელვინსა და უილემ დეფოს. მათ ჯესი პლემონსი და ჰანტერ შაფერიც შეუერთდებათ.ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით, როგორ განვითარდება ფილმის სიუჟეტი, თუმცა ცნობილია, რომ Kinds of Kindness-ს რამდენიმე ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მთავარი გმირი ეყოლება, მაგალითად, კაცი, რომლის ცოლიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგული იყო და უკან დაბრუნდება; ან სულაც ქალი, რომელიც სულიერ ლიდერს ეძებს.ფილმის პრემიერა 21 ივნისს შედგება. ნახე ტრეილერი: 

აშშ

მსოფლიო 1711650350

აშშ-ში ხიდის ჩამონგრევის შედეგად წყალში ჩავარდნილი ორი პირის ცხედარი ამოიყვანეს

აშშ-ს მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი DALI ფრენსის სკოტ ქის სახელობის ხიდს 26 მარტს დაეჯახა და ჩამოანგრია.დღეს, მაშველებმა ხიდის ჩამონგრევის შედეგად წყალში ჩავარდნილი ორი პირის ცხედარი იპოვეს, რომლებიც შეჯახების დროს ხიდზე იმყოფებოდნენ. გავრცელებული ცნობებით, მათი ცხედრები მანქანაში აღმოაჩინეს.ინციდენტამდე ხიდზე 6 პირი გზის სარემონტო სამუშაოს ასრულებდა. ამ დროისთვის დანარჩენი ოთხი პირი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება, თუმცა სანაპირო დაცვის მაღალჩინოსნის შენონ გილრეთის თქმით, "არ გვგონია, რომ ამ [დაკარგული] ინდივიდებიდან რომელიმეს ცოცხალს ვიპოვით".სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელობაში მიიჩნევენ, რომ კიდევ ერთი მანქანა, რომელსაც ეძებენ, ხიდის ნანგრევებშია მოყოლილი. თუმცა, მაშველები ვერ ახერხებენ, სავარაუდო ადგილსამყოფლამდე უსაფრთხოდ მიღწევას.მანამდე, მაშველებმა წყლიდან ორი მუშა გადაარჩინეს, რომლებიც ამავე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

mariam

საზოგადოება 1711649975

"ხომ არ მეცადა-მეთქი, ვიფიქრე... ფინანსურად კი, გვერდით ოჯახი დამიდგა" - რა სიახლეა ბლოგერ მარიამ სადღობელაშვილისკენ

 მარიამ სადღობელაშვილი ფოტოსტუდიას ხსნის. პოპულარული ბლოგერი ახალ საქმეს მარტო შეეჭიდა და ფოტოგრაფად მეგობარი იხმო. გამოწვევამ ისე გააბედნიერა, რომ გადაწყვეტილება უფრო დააჩქარა. და თუ დღეს, ქაოსურ მიმოსვლაშია, ორიოდ დღეში "მარიკოს ფოტოსტუდიას" გახსნის და საფირმო ღიმილით ბიზნესვუმენის მანტიას შემოიგდებს."პრაიმტაიმთან", ჩვეული გულწრფელობით ისაუბრა და საოცნებო კაფეს გახსნა რომ ძალაში რჩება, არც ეს დაუმალავს. მარიამ სადღობელაშვილი: ჩემკენ ქაოსია. მინდოდა რაღაც საქმე წამომეწყო, რითაც სიამოვნებას მივიღებდი. სექტემბრის შემდეგ სამსახური არ მქონდა და მივხვდი, რომ ბოლოს უკვე, სახლში "უსაქმოდ" ყოფნა მსტრესდა. ჩემი მეგობრები სახლში დაღლილები რომ ბრუნდებიან, მე მთელი დღეები, დრო რომ გავიყვანო, გიჟივით ვალაგებ სახლს. სოციალური ქსელების ბევრ ჯგუფში ვარ, სადაც აქაური სამსახურების კადრებს და ხელფასებს განიხილავენ. იქიდანაც კარგად ჩანს, რომ საქართველოში სამსახურების ფუფუნება არ გვაქვს. მოკლედ, თუ გაქვს შესაძლებლობა, შენი საქმე უნდა აწარმოო, რომ ვინმეს მონა არ იყო (მაპატიეთ გამოთქმისთვის). როცა გინდა, მაშინ წახვალ, თუ გინდა საერთოდ არ წახვალ, პასუხისმგებელი არავის წინაშე არ ხარ. ეს დიდი ფუფუნებაა. სამწუხაროდ, ადამიანებს არ აქვს არჩევანის საშუალება, რომ მისთვის სასურველ სამსახურში იმუშაონ, ან სასურველი ანაზღაურების მქონე სამსახური იშოვონ.ძალიან მიყვარს ფოტოსესიის მოწყობა, გადაღება, პოზირება, სიამოვნებას მანიჭებს. ასე მოვიდა საკუთარი ფოტოსტუდიის გახსნის იდეა. ხომ არ მეცადა-მეთქი? ვიფიქრე და ფართის მოძიებაც დავიწყე, ფინანსურად კი, გვერდით ოჯახი დამიდგა. ვნახე ფართი, მეპატრონეშიც გამიმართლა. მშობლებისგან და ძმისგან უდიდესი ფინანსური და მორალური მხარდაჭერა მაქვს. და მოკლედ, დღეს უკვე დიდი ენთუზიაზმით ვაწყობ "მარიკოს ფოტოსტუდიას", რომელსაც კვირას, 31 მარტს გავხსნი. ფოტოსტუდია დიდ დიღომშია, ჩემს სახლთან ახლოს და ჩემთვის ფიზიკურად ადვილია იქ მისვლა და სახლში დაბრუნება. ამ რაიონში ბევრი ადამიანი ცხოვრობს, მეც ბევრს ვუყვარვარ. ამდენად, ვფიქრობ, მეც კმაყოფილი დავრჩები და ისინიც. ახლა გეტყვით, ამ ფოტოსტუდიაში რა ამბები დატრიალდება: სხვადასხვა ლოკაციას ვაწყობ, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ სტარტაპერს, თუ მცირე მეწარმეს ლამაზ სივრცეში შეეძლება ფოტოსესია გაუმზადოს თავის პროდუქციას, ნამუშევარს, რომ შემდეგ მომხმარებელს, სოციალურ ქსელში, ლამაზად შეფუთული მიაწოდოს. ზუსტად ამისთვის არის ეს გარემო. მსგავსი სივრცეები ძალზე ტრენდულია. მოგეხსენებათ მადა ჭამაში მოდისო, ასევე მოვაწყე საბავშვო კუთხეც. დედები შვილებს ლამაზ ფოტოსესიას მოუწყობენ ჩვენთან. ჩემი მეგობარი, ფოტოგრაფი ანა აფრიაშვილი, ასევე ინდივიდუალურ ფოტოსესიას გაუმზადებს ნებისმიერ მსურველს.ჩემი ძმა დიდ მოტივაციას მაძლევს ხოლმე. მან მითხრა, ჯერ ეს გააკეთე და შენი საოცნებო კაფე მერე გავხსნათო. ის დარწმუნებულია, რომ მე ამ გამოწვევას თავს კარგად გავართმევ. ვნახოთ.ასევე დაგაინტერესებთ: „გივი, გივი, ჩვენ ვართ!“ - სინამდვილეში ვინ ყოფილა უჩინარი გივის რეალური პროტოტიპი"ჩემს მეგობარ ჩიტს ოლეტი დავარქვი. მას შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში იჯდეს ჩემს გვერდით. მშიერია, მაგრამ მე ვახსენებ ხოლმე ჭამას" - ბერი პაისი საოცარი ამბით"წერას ვერ ვაგრძელებდი, რადგან ღვთისმშობელს ვერაფერს ვადარებდი. დღეს დილით კი იდეა მომივიდა... გვითხრა და შავი ღვინის ბოთლი გახსნა...“ - გურამ დოჩანაშვილი 85 წლის გახდებოდა

თაზო დათუნაშვილი

პოლიტიკა 1711649747

 ხაზარაძის პარტიის წარმომადგენელი თაზო დათუნაშვილი UEFA-ს პოზიტიურმა სტატიამ გააღიზიანა

მამუკა ხაზარაძის პარტია "ლელოს" წარმომადგენელი, თაზო დათუნაშვილი, UEFA-ს მიერ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესახებ გამოქვეყნებულმა პოზიტიურმა სტატიამ გააღიზიანა. "იმედის" გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც აღნიშნულია, რომ "ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, საქართველოს ამბიციური ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან წლების განმავლობაში ფეხბურთის განვითარების, დაგეგმვისა და ინოვაციების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების კულმინაციაა", დათუნაშვილმა კომენტარის სახით გამოხატა უკმაყოფილება. "ამბიციური და თავხედი დაგავიწყდათ, თავხედიმართლა საღორე ხართ !!! ოქროს ბიჭების და სანიოლის დამსახურება რო კობიაშვილ დუპლეტს გინდათ მიაწეროთ. კიდევ მამუკა მდინარაძის და ანრი-გენრი ოხანაშვილის დამსახურებაც ხო არაა ?  " - წერს თაზო დათუნაშვილი.

ნიკა კვეკვესკირი

სპორტი 1711647535

VIDEO: ბედნიერი ვარ, რომ ისტორიის ამ ფურცელზე ჩემი ძმის გვარიც იქნება დატანილი, მეამაყებით - ნინო კვეკვესკირი

ბედნიერი ვარ, რომ ისტორიის ამ ფურცელზე ჩემი ძმის გვარიც იქნება დატანილი, მეამაყებით - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გამარჯვების გოლის ავტორის, ნიკა კვეკვესკირის და, ნინო კვეკვესკირი წერს. „ძნელია გადმოვცე ის ყველაფერი რასაც განვიცდი, თუმცა თავს ვალდებულად ვთვლი ამდენი სითბოს, ყურადღების, კეთილი სურვილების და თქვენი საოცარი ემოციების შემდეგ ყველას საჯაროდ გადაგიხადოთ მადლობა! პირველ რიგში საქართველოს ნაკრების თითოეულ წევრს ვულოცავ ისტორიულ გამარჯვებას, თქვენ ეს ნამდვილად დაიმსახურეთ!მადლობა ყველა გულშემატკივარს, მოედანზე და სატელევიზიო ეკრანებთან, რომლებმაც მთელი 120 წუთის განმავლობაში მე-12 ნომრად ითამაშეს და ბოლოს-ბედნიერი ვარ, რომ ისტორიის ამ ფურცელზე ჩემი ძმის გვარიც იქნება დატანილი, მეამაყებით, - წერს ნინო კვეკვესკირი.32 წლის ფეხბურთელი აფხაზეთიდან დევნილია.მისი მშობლები ზუგდიდში ცხოვრობენ, თავად ფეხბურთელი კი თბილისში მეუღლე და შვილებთან ერთად.ნიკას მეუღლეც აფხაზეთიდან დევნილია.რაც შეეხება ნიკას დედას ნანა გერგაიას,რომელიც აფხაზეთიდან დევნილია,ამბობს რომ მისი შვილისადმი მედიის მხრიდან დაინტერესების გამო, კომენტარისგან თავს იკავებს.„თავად ნიკა გასცემს ყველას პასუხს,გთხოვთ არ გვიწყინოთ“,-გვითხრა დედამ.