მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

მამა გიორგი მამალაძე ხელისუფლების მაღალჩინოსნების გვარებს ასახელებს და ე.წ. ციანიდის საქმესთან მათ შემხებლობაზე საუბრობს

21:10 06-19-2017
1834

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს, იოსებ გოგაშვილსე.წ. "ციანიდის საქმის სცენარისტი" უწოდა.

მამა გიორგი „კურიერთან“ გამოგზავნილ წერილში ირწმუნება, რომ იოსებ გოგაშვილი შორენა თეთრუაშვილისა და ქორეპისკოპოს იაკობის დავალებით მოქმედებს. ამასთანავე, მამა გიორგი წერს, რომ იოსებ გოგაშვილი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქმეზე სიმართლე ვერ გაიგოს.

დეკანოზის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მამა გიორგის დაკავების ოპერაცია და ფარული მიყურადებაც სუს-ის თანამშრომლებმა განახორციელეს.

თავის მხრივ, სუს-ის წარმომადგენლები ამ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ.

საპატრიარქოს იურისტი, ედიშერ ქარჩავა კი სკანდალური მტკიცებულებებისა და მასალების გამოქვეყნებას მალე თავად გეგმავს.

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები 23 მაისის სასამართლო სხდომაზე საქმეში იოსებგოგაშვილის შესაძლო მონაწილეობაზეც გაამახვილებენ ყურადღებას. ციანიდისსაქმის განხილვა დახურულ რეჟიმში გაგრძელდება.

ავტორი: ლილუ მიროტაძე