მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

"პატრიარქის მოსაზრების ატაცება და გამოყენება არის "ქართული ოცნების" სრული უპატივცემულობა"

21:01 06-19-2017
69

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა რურუას განცხადებით, პატრიარქის განცხადებას, კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის შესახებ წინ უძღვოდა მისი განცხადება ემიგრანტების მიმართ.

როგორც რუუამ "იბერიას" "პრიორიტეტში" განაცხადა, მონარქიასთან დაკავშირებული მისი განცხადება საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასთან არის კავშირში, რადგან მას უნდა, სახელმწიფო მოდელიდან რაღაც გამოსავალი იპოვოს რადგან პასუხიმსგებლობას გრძნობს ქვეყნის და მრევლის წინაშე.

"რეალურად პატრიარქი არ არის პოლიტიკოსი, და მითუმეტეს პოლიტოლოგი, ამიტომ მისი ამ მოსაზრების ატაცება და გამოყენება არის "ქართული ოცნების" სრული უპატივცემულობის გამოხატვა", - განაცხადა რურუამ. 

მისი თქმით, დღეს საქართველო კონსტიტუციურ მონარქიას არ საჭიროებს. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე