დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

"ვინ ვისთან წევს, ჩვენი საქმე არაა, მაგრამ ამაში რომ ხელფასს იღებ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ეს ჩვენი საქმეა"

20:38 06-19-2017
534

ჟურნალისტ კოკა ყანდიაშვილის განცხადებით, არავისი საწინააღმდეგო არ აქვს და არ უნდა ვინმე უმუშევარი დარჩეს, თუმცა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობდნენ ისეთი ჟურნალოისტები, ვისი სახელიც არავინ იცის და ვისაც თვეში ხელფასი 40 000 ჰქონდა.

"რა თქმა უნდა, ის წინააღმდეგი იქნება, რომ გამოუშვან. იყო ასევე, 500 ლარი რომ ჰქონდა ხელფასი, ისეთი ჟურნალისტებიც. გვარები მართლა არ ვიცი, მაგრამ ვიღაც ხალხი იყო გაფორმებული, ვიღაც ნაშები, რამდენადაც ვიცი. მსუბუქი ყოფაქცევის ქალები, რომლებიც იმისთვის წვებიან ვიღაცასთან, რომ ტელევიზიაში მოხვდნენ, ასეთი ნაშები იყვნენ გაფორმებულები 40 ათას ლარად. ეს არ არის ჩვენი საქმე, ვინ ვისთან წევს, მაგრამ ამაში რომ ხელფასს იღებ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ეს ჩვენი საქმეა", - განაცხადა ყანდიაშვილმა "იბერიას" "პრიორიტეტში".  

ავტორი: ლილუ მიროტაძე